უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან ავტოკეფალიის ტომოსი 2019 წელს მიიღო და რუსეთის ეკლესიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ახალ იულიუსის კალენდარზე გადავიდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
დღეს, 24 მაისს, გამართულ არქიეპისკოპოსთა კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საეკლესიო დღესასწაულების თარიღები შეიცვლება, მათ შორის, შობა 25 დეკემბერს აღინიშნება (7 იანვრის ნაცვლად).
კრებაზე მიღებულ დადგენილებაში ნათქვამია, რომ ამჟამად მართლმადიდებლური ეკლესიების უმეტესობა - კონსტანტინოპოლის (მსოფლიო) საპატრიარქო, ალექსანდრიის საპატრიარქო, ანტიოქიის საპატრიარქო, რუმინეთის საპატრიარქო, ბულგარეთის საპატრიარქო, კვიპროსის ეკლესია, საბერძნეთის ეკლესია, ალბანეთის ეკლესია, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია ახალ იულიუსის კალენდარს იყენებენ.
კრება აღნიშნავს, რომ თანამედროვე პირობებში, იულიუსის კალენდრის სოციალური და კულტურული კონტექსტი და მისი აღქმა ძირფესვიანად შეიცვალა - ახლა, ის უმრავლესობის მიერ ასოცირდება არა იმდენად უკრაინულ ტრადიციებთან, რამდენადაც რუსულ საეკლესიო კულტურასთან.
„თანამედროვე კალენდრით სარგებლობენ ის მართლმადიდებელი ეკლესიები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, ხოლო მისი მოწინააღმდგეები, პირველ რიგში კი რუსეთის მართლამდიდებელი ეკლესია, ძველ კალენდარზე რჩებიან.
ამავდროულად, წარსულში არსებული ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლიდნენ კალენდრის ცვლილებას, ახლა აქტუალობას კარგავენ. ამიტომ, საკუთარი, უკრაინული, სულიერი იდენტობის შენარჩუნებისა და გამტკიცების, „რუსული სამყაროს“ აგრესიისგან დაცვის სურვილი მოითხოვს მომწიფებული გადაწყვეტილების მიღებას - შევუერთდეთ მართლმადიდებლური ეკლესიების უმრავლესობას ახალი იულიუსის კალენდრის შემოღებით და ტრადიციული აღდგომის შენარჩუნებით“, - დაადგინეს არქიეპისკოპოსებმა.
ამ დრომდე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რუსეთის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების მსგავსად, იულიუსის კალენდარს იყენებდა.
კალენდრის რეფორმისკენ ნაბიჯების გადადგმა ჯერ კიდევ პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს (2014-2019 წლები) დაიწყო, როდესაც 25 დეკემბერი უქმე დღედ გამოცხადდა.
„2019 წელს მე ვამბობდი, რომ ახალ კალენდარზე გადასვლას ხუთი წლის განმავლობაში შევძლებდით, როცა საზოგადოება ამისთვის მზად იქნებოდა და ეს დრო დადგა - საზოგადოება მზად არის, ჩვენ ვახორციელებთ კალენდრის რეფორმას. ძალდატანება არ იქნება და მრევლს, რომელსაც ძველი კალენდრის გამოყენება სურს, ეს შეუძლია, თუმცა, დროთა განმავლობაში, ყველა ახალ კალენდარზე გადავა“, - უთხრა ეკლესიის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ BBC News-ის უკრაინულ სამსახურს.
გამოცემის ცნობით, 2022 წლის ივლისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უკრაინელების 72% თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს და მათგან მხოლოდ 4% მიაკუთვნებს თავს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას.