„სიტუაცია ნამდვილად შემაშფოთებელია. ერთია „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი, მაგრამ საქმე ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება შორდება ევროპულ გზას და ეს მათ საჯაროდაც განაცხადეს. ასე რომ, დღეს ჩვენ ვაპირებთ დავაყენოთ საქართველოს საკითხი. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს, უნდა ჰქონდეს ძალიან მკაფიო პასუხი“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 2 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 3 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 4 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 5 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 6 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა გადაწყვეტილებებს ელის ევროკავშირისგან, ესტონელმა დიპლომატმა უპასუხა:
„პირველ რიგში, კომისიისგან გვინდა მივიღოთ მიმოხილვა ცხრა ნაბიჯის შესახებ და ასევე რეაქციების მომზადება, ვგულისხმობ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ასევე, პერსონალურ სანქციებს, თუ ეს შესაძლებელია, მაგრამ ასევე სავიზო რეჟიმის გადახედვას, რადგან ყველაფერი, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო, ნაჩუქარი არ არის. საქართველოს მთავრობა ახლა უნდა წავიდეს წინ, როგორც ეს შეთანხმებულია ევროკავშირთან და ქართველ ხალხთან“.
დღესვე, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის“.
საგარეო საქმეთა საბჭო ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით ორი დღის განმავლობაში გაიმართება და მას ბორელი უხელმძღვანელებს.
რამდენიმე დღის წინ, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონთან დაკავშირებით მთავრობის გამომწვევი პოზიციის საპასუხოდ, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვს. გამოცემა წერდა, რომ ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შემაკავებელი ზომების განხილვას მოითხოვენ. Financial Times-ს ინფორმირებულმა ადამიანებმა განუცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმების გარდა, განიხილება მიზანმიმართული სანქციები და ევროკავშირის დაფინანსების გაყინვა.
