„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „არასერიოზულ ევროპულ სტრუქტურას“ უწოდებს ვენეციის კომისიას, რომელმაც ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციების შესაზღუდად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები უარყოფითად შეაფასა. კობახიძის თქმით, ეს ინსტიტუცია „გლობალური ომის პარტიის ინტერესებს“ ემსახურება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 2 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 3 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 4 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
- 5 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 6 საიამ არჩევნებზე ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
„საერთოდ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს მათ მოთხოვნას. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ
ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა. იმ არასერიოზულობის ფონზე, რაც ზოგადად არის ევროპულ სტრუქტურებში დამკვიდრებული, ამ ფონზეც კი, ვენეციის კომისია გამოირჩევა განსაკუთრებული არასერიოზულობით.
სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრიდან ეს ინსტიტუცია გარდაიქმნა ჩვეულებრივი პოლიტიკურ ორგანოდ, რომელიც ემსახურება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს. ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე წერს ხოლმე პოლიტიკურ დასკვნებს, რაც საერთოდ არ არის ვენეციის კომისიის საქმე. შესაბამისად, მათ დასკვნებს ჩვენ სერიოზულად ვერ მივიღებთ“, - განაცხადა უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დეკემბერსა და თებერვალში მიღებულ ცვლილებებზე საგანგებო მოსაზრება ვენეციის კომისიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის, თეოდოროს რუსოპულოსის მოთხოვნით მოამზადა.
კომისია აღნიშნავს, რომ ცვლილებები დაჩქარებული წესით იქნა მიღებული, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე, ეს კი სერიოზულ ეჭვს აყენებს ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით მასშტაბური პოლიტიკური საპროტესტო აქციების ფართო კონტექსტში.
ვენეციის კომისიის შეფასებით, ცვლილებები შეიცავს არაერთ ბუნდოვან და ფართოდ ფორმულირებულ დებულებას, რაც ხელისუფლებას ზედმეტად ფართო დისკრეციას ანიჭებს მათ გამოყენებაში.
„კანონმდებლობაში სიცხადის ნაკლებობა ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს.
გარდა ამისა, ცვლილებებში სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიებების შემოღების აუცილებლობა და პროპორციულობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული. ახალი მკაცრი საპატიმრო სასჯელები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმების არსებით ზრდასთან ერთად, ჩანს, რომ გადაჭარბებულია. ამ ზომებს, სავარაუდოდ, მსუსხავი ეფექტი ექნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე“, - აცხადებს ვენეციის კომისია.
კომისია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ გადახედოს ცვლილებებს და განახორციელოს სათანადო კანონშემოქმედებითი პროცესი.
