„უცხოეთის აგენტების შესახებ კანონზე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევით საქართველოს პარლამენტმა გამოავლინა ხასიათი და სიმწიფე!“, - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში ჩამოვარდა C130 თვითმფრინავი
28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ის საბოლოოდ დაამტკიცა.
ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებდნენ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, ასევე, დიდი ბრიტანეთი და აშშ.
„ეს კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება, უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას კვლავ დაუბრუნდეს ევროკავშირის მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას“, - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კანონის მიღების შემდეგ.
თითქმის ორი თვის განმავლობაში კანონის მიღების წინააღმდეგ თბილისში მრავალათასიანი აქციები იმართებოდა, თუმცა მმართველმა პარტიამ არც ხალხის პროტესტი გაითვალისწინა.
„ქართულმა ოცნებამ“ ერთი წლის წინ უკან გაწვეული რუსული კანონი პარლამენტში ხელახლა 3 აპრილს დაარეგისტრირა და სამი მოსმენით 17 აპრილს, 1-ელ მაისს და 14 მაისს მიიღო. 18 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. როგორც მან განმარტა, კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ყველა ევროპულ სტანდარტს და აფერხებს ქვეყნის ევროპულ გზას.
ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, რუსულ კანონში ფუნდამენტური ხარვეზებია და გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გაერთიანების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საჯარო საქმიანობებში მონაწილეობის უფლების და დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით. უარყოფით გავლენას მოახდეს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.
