რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების განმეორების თავიდან აცილების გარანტია თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების შემუშავება, ასევე, „სახელმწიფო საზღვრების“ დელიმიტაციის პროცესის დაწყებაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მარია ზახაროვამ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მე-16 წლისთავზე, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მსგავსად, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულზე ისაუბრა.
„საქართველოს ექს-პრეზიდენტის ამ დანაშაულებრივმა ავანტიურამ, რომელსაც უამრავი მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობასა და რუს სამშვიდობოებს შორის, რუსეთს სხვა გზა არ დაუტოვა აგრესორის მშვიდობისკენ იძულების, შემდეგ კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გარდა“, - განაცხადა ზახაროვამ.
მარია ზახაროვამ 2008 წელს დაწყებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დიდწილად სწორედ მის ფარგლებში შექმნილი მექანიზმის წყალობით ხერხდება „სამი სახელმწიფოს საზღვრებზე შედარებითი სიმშვიდის შენარჩუნება და გაჩენილი დაძაბულობის კერების შეკავება“.
„თუმცა, მიგვაჩნია, რომ დისკუსიის მონაწილეებმა უფრო მეტად უნდა გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი, უპირველეს ყოვლისა, დაიწყონ შეთანხმების შემუშავება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთი მხრივ, თბილისს და მეორე მხრივ, სოხუმს და ცხინვალს შორის.
ასეთი სამართლებრივი ვალდებულებების აღებას განვიხილავთ, როგორც 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების განმეორების წინააღმდეგ საიმედო გარანტიას. სასაზღვრო რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციაში რეალური წვლილი უნდა შეიტანოს საქართველო-სამხრეთ ოსეთის და საქართველო-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებამ შემდგომი დემარკაციით“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, ამ ამოცანების აქტუალურობა ბოლო პერიოდში მხოლოდ იზრდება „ვინაიდან ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები აძლიერებენ მცდელობებს, ყამოიყენონ შიდარეგიონული წინააღმდეგობები რუსეთის საზღვრებთან სიტუაციის ესკალაციის მიზნით“.
„რუსეთი მზადაა გააგრძელოს ურთიერთქმედება მათთან, ვინც არ შეიძლება იყოს გულგრილი სამხრეთ კავკასიის ბედის მიმართ, მათ შორის, გაწიოს ყოვლისმომცველი დახმარება თბილისს, სოხუმს და ცხინვალს შორის დიალოგის განვითარებაში, რათა დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და მოგვარდეს სხვა დაგროვილი პრობლემები მათთვის საერთო რეგიონში“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.