საქართველო უარს აცხადებს თავის ტერიტორიაზე შეუშვას უკრაინიდან ყოფილი პატიმრები, რომლებიც იძულებით იქნენ გადაყვანილნი რუსეთის კოლონიებში. უკვე მე-14 დღეა, რაც 7 ადამიანი ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ამის შესახებ რუსულენოვანი გამოცემა მედუზა წერს, ორგანიზაცია Volunteers Tbilisi-ზე დაყრდნობით, რომელიც საქართველოში უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
ორგანიზაციის მოხალისეების თქმით, მამაკაცებმა საზღვრის გადმოკვეთა პირველად 11 ოქტომბერს სცადეს, მაგრამ საქართველოში არ შემოუშვეს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხის მიღების აუცილებლობის მოტივით. აღსანიშნავია, რომ 7 ადამიანიდან მხოლოდ ოთხს აქვს ხელთ უკრაინული პასპორტი, ხოლო დანარჩენ სამს მხოლოდ რუსეთის კოლონიებიდან გათავისუფლების მოწმობა გააჩნიათ.
სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მამაკაცებს იატაკზე უწევთ ძილი, საჭმელი და წყალი მათვის მოხალისეებს მიაქვთ.
ყველა მათგანი სასჯელს ხერსონის კოლონიებში იხდიდა. 2022 წლის შემოდგომაზე, როცა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონიდან უკან დაიხიეს, ისინი რუსეთის ფედერაციაში გადაიყვანეს. 2022 წელს ხერსონიდან რუსეთის ტერიტორიაზე 2500 პატიმარი გადაიყვანეს.
როგორც ერთ-ერთი მამაკაცი ჰყვება, გათავისუფლების შემდეგ ისინი ვოლგოგრადის დეპორტაციის ცენტრში მოათავსეს, სადაც მათ გადასცეს დადგენილება, რომლითაც რვა წლით რუსეთის ფედერაციაში შესვლა აეკრძალათ.
ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ პროტესტის ნიშნად თვითდაზიანება მიიყენა. მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. „ჩვენ ყველანი უკრაინის მოქალაქეები ვართ და მხოლოდ სახლში გვინდა დაბრუნება“, - თქვა ერთმა უკრაინელმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო უარს აცხადებს საკუთარ ტერიტორიაზე შეუშვას ყოფილი უკრაინელი პატიმრები. აგვისტოს ბოლოს ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე, უკრაინელების ექვსკაციანმა ჯგუფმა ათი დღე გაატარა.
