აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მაღალმთიან აჭარაში, ქედაში, შუახევსა და ხულოში, 6 თებერვალს განვითარებული სტიქიის შედეგად 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„მეწყრული პროცესები განვითარდა არაერთ მონაკვეთზე. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მინდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მითითებები და თავი შეიკავონ გზებზე გადაადგილებისგან. საქმე გვაქვს მასშტაბურ სტიქიასთან და ყველაფერი კეთდება, რომ ყველა ოჯახს მაქსიმალურად დავეხმაროთ“ - განაცხადა რიჟვაძემ.
გუშინ ხულოს სოფელ თხილვანაში ზვავმა ბოლქვაძეების საცხოვრებელი სახლი წაიღო. შემთხვევის დროს სახლში ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. მევლუდ ბოლქვაძე გადარჩა, ხოლო 63 წლის ფატი ბოლქვაძე დაიღუპა.
ქედის სოფელ წონიარისში მეწყერი ჩამოწვა და პოლიციის ინსპექტორი, 55 წლის თემურ ბარამიძე დაიღუპა. ის საცხოვრებელ სახლში მარტო იმყოფებოდა.
2022 წლის ბოლოს მონაცემებით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 8 731 ეკომიგრანტი ოჯახიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებმა საცხოვრებლით უზრუნველყვეს 3 247 ოჯახი. კვლავ არ დასრულებულა 2004-2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტებისათვის საცხოვრებელი სახლების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსახლებული 1062 ოჯახიდან 582 ოჯახს უძრავი ქონება საკუთრებაში ჯერ კიდევ არ აქვს გადაცემული.
სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობები არ ფლობენ სათანადო ინფორმაციას ეკომიგრაციისა და პრევენციული ღონისძიებების თაობაზე.
მუნიციპალიტეტების უმრავლესობა არ ზრუნავს ეკომიგრაციის თავიდან არიდებაზე და მხოლოდ ზიანის დადგომის შემდეგ რეაგირებს.
ზიანის შემდგომ გატარებული ღონისძიებები კი სალიკვიდაციო ხასიათისაა და არ ატარებს პრევენციულ ხასიათს.
7 თებერვალს, გვიან ღამით, მეწყრული პროცესები განვითარდა ბაღდათის სოფელ ნერგეეთში. ჩამოწოლილმა მიწის მასამ 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. ადგილზე რამდენიმე საათია მაშველები მუშაობენ, 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს, 5 პირის ძებნა-შველის ოპერაცია ახლაც მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.