აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა დე ფაქტო უკვე არსებობს, მაგრამ იმისთვის, რომ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს, აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის „ტერიტორიული პრეტენზიების“ დასრულება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეიცავს პირდაპირ მოწოდებებს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან მიერთებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შესახებ. ამ დოკუმენტზე მითითებები ასახულია სომხეთის კონსტიტუციაშიც. აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიებია სომხეთის სხვა ნორმატიულ-სამართლებრივ დოკუმენტებშიც. ბევრ კონვენციასა და სხვა დოკუმენტში, რომლებსაც სომხეთი შეუერთდა, არის უამრავი დათქმა, რომელიც არ ცნობს ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტს. საერთაშორისო სასამართლოებში აზერბაიჯანის წინააღმდეგ საჩივრების საფუძველია ისეთი საკითხები, როგორიცაა სომხეთის მიერ აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის არ აღიარება, ყარაბაღის აზერბაიჯანისგან გამოყოფა.
მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, თუ ამ პრეტენზიებს ბოლო მოეღება, სომხეთის კონსტიტუციასა და სხვა ნორმატიულ-სამართლებრივ დოკუმენტებში ცვლილებები შევა“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მშვიდობის მიღწევის პროცესში დამოუკიდებლობის დეკლარაციის ფაქტორზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც ისაუბრა. 1-ელ თებერვალს, საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ თუ სომხეთის სახელმწიფო პოლიტიკა წარიმართება და დაეფუძნება 1990 წელს მიღებულ დეკლარაციას, რომელიც მოქმედი კონსტიტუციის პრეამბულაშიც არის ციტირებული, მშვიდობა არასოდეს იქნება. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ მთიანი ყარაბაღი და სომხეთი უნდა გაერთიანდეს. გარდა ამისა, ის შეიცავს მოწოდებას გენოციდად იქნეს აღიარებული 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში 1.5 მილიონი სომეხის დახოცვა.
„დღეს ნამდვილად აუცილებელია, რომ დეკლარაციასთან ჩვენი ურთიერთობა დავარეგულიროთ. საკითხავია - ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს თუ არა ამაზე მიმართული და ჩვენმა სახელმწიფო პოლიტიკამ უნდა იხელმძღვანელოს თუ არა ამ გზავნილით, უნდა ეფუძნებოდეს თუ არა მთიანი ყარაბაღის ეროვნული საბჭოსა და სომხეთის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ყარაბაღისა და სომხეთის გაერთიანების შესახებ. ეს პოლიტიკური არჩევანის საკითხია. თუ „კი“, ეს ნიშნავს, რომ მშვიდობა არასდროს გვექნება“, - განაცხადა ფაშინიანმა.
2023 წელს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და ორი ქვეყნის ლიდერები იმასაც კი აცხადებდნენ, რომ სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა წლის ბოლოსთვის გაფორმებულიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანმა სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რის შემდეგაც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კონტროლი მთლიანად დაიბრუნა და სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა. ეთნიკურმა სომხებმა [დაახლოებით 100 ათასი ადამიანი] რეგიონი მასობრივად დატოვეს და სომხეთში გადავიდნენ.