საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს და პროცესის მიმართ ნდობა უნდა არსებობდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„როდის ხდება არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობა? როცა პროცესის მიმართ არის უნდობლობა ან იმათ მიმართ, ვინც ატარებენ ამ პროცესს. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ დღეს ყველას ინტერესია, რაც შეიძლება მაღალი იყოს ცესკოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების მიმართ ნდობა.
ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ძალიან ცუდი იქნება, თუ საქართველოში არჩევნების შედეგების მიმართ შეიქმნება რაიმე ფორმით უნდობლობა. ეს არის პირველი ნაბიჯი დესტაბილიზაციისკენ და ამ ქვეყანას თუ რაიმე არ სჭირდება ეს არის რაიმე საფრთხე, რაიმე დესტაბილიზაცია.
ყველას - ვგულისხმობ მმართველ და ყველა პარტიას - ინტერესი ან არის ან უნდა იყოს, ეს არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, მაქსიმალურად ნდობით იყოს აღჭურვილი რაც არ უნდა იყოს შედეგი. კოალიციური მთავრობა არის ჩემი სურვილი იმისთვის, რომ ქვეყანა გადავიდეს ახალ საფეხურზე, მაგრამ რაც არ უნდა იყოს არჩევნების შედეგები, უნდა არსებობდეს ნდობა ამ არჩევნების შედეგების მიმართ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან.
პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, არის იმისთვის, რომ არჩევნების მიმართ ნდობა შეიქმნას. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ დაადო ვეტო „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს თავმჯდომარე არჩეული იყოს თუ არა 2/3-ით, იმ რაოდენობით მაინც, რაც იძლევა კანდიდატის ირგვლივ კონსენსუსის განცდას. ის ოპოზიციონერი მოადგილეც, რომელიც გაუქმებულია კანონპროექტში, საჭიროა, რადგან მოსახლეობაში პროცესის მიმართ ნდობა იქმნება. კონსპირაციის თეორიაც გავიგე, რომ, თურმე, ვიღაცას თავმჯდომარის მოკვლა უნდოდა და ეს იმას ნიშნავდა, რომ ოპოზიცია ჩაიგდებდა ხელში არჩევნებს და მის კონტროლს. ამიტომ ვეტოს ახალ რედაქციაში ჩვენ შევთავაზეთ, ამ კონსპირაციის თეორიების გასაქრობად, თუ რამე მოუვა ცესკოს თავმჯდომარეს - და მე ცხადია, ვისურვებდი, რომ მას არაფერი მოუვიდეს - მეორე მოადგილე დაიკავებდა მის ადგილს და ოპოზიციის მოადგილე დარჩებოდა თავის როლში. ეს ყველაფერი არის იმის საწინააღმდეგო, რასაც მმართველი ძალა ამტკიცებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ იმდენი გააკეთა, ყველას დააჯერა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მიკერძოებულია. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ კალანდარიშვილის მიმართ ახალი ბრალდებებიც ისმის. მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2 მარტს გასული სიუჟეტი იგულისხმა, რომლის მიხედვითაც ცესკოს თავმჯდომარეს უძრავი ქონება (მათ შორის თბილისის ცენტრში ბინები) დედის, ცოლის, სიმამრის ან მცირეწლოვანი შვილების სახელზე აქვს გაფორმებული. გარდა ამისა, გიორგი კალანდარიშვილის ცოლი ბანკ „ქართუში“ საკრედიტო განყოფილების უფროსია.
„საჭიროა პასუხი, რომ ყველამ ვიცოდეთ, რომ არაფერია პრობლემა ამ „კაპიტალის შექმნაში“, როგორც თავად ამბობენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.