ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ განცხადება მხოლოდ რიტორიკა არ არის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
„აქ რეალური სერიოზული პოლიტიკური შედეგებია და არა მხოლოდ რიტორიკა. საუბარია იმ დახმარების ოდენობაზე, რომელსაც ჩვენ საქართველოს ვუწევთ - ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბიუჯეტში დაახლოებით 390 მილიონი დოლარი იყო გათვალისწინებული, რაც ახლა განხილვის პროცესშია.
საუბარია პოტენციურ სანქციებზე, სავიზო შეზღუდვებზე, რომლებიც ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ პოლიტიკად გამოვაცხადეთ, რომელსაც ამჟამად ვიკვლევთ, როგორ და როდის განვახორციელოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენგან უფრო მეტს გაიგებთ“, - თქვა მილერმა 5 ივნისის ბრიფინგზე.
აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა ორი კვირის წინ, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღების გამო დაიწყო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა დააწესა, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ვიზების მიღებისა და შეერთებულ შტატებში გამგზავრების საშუალება აღარ მიეცემათ იმ პირებს - ამჟამინდელ თუ ყოფილ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორებს, ვინც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. სავიზო შეზღუდვები მათ ოჯახის წევრებზეც გავრცელდება. „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება შანტაჟად შეაფასა და აშშ საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის „უხეშ მცდელობაში“ დაადანაშაულა.
რუსული კანონის მიღების საპასუხო ზომებს განიხილავს ევროკავშირიც. წევრი სახელმწიფოები სხვადასხვა ვარიანტზე მსჯელობენ, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასა და ფინანსური დახმარების გადახედვაზეც. როგორც ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, ევროკავშირი საქართველოს მხარდასაჭერად ყოველ წელს დაახლობით 100 მილიონ ევროს ხარჯავს.
