პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თეონა აქუბარდიას ინფორმაციით, დანია, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა, საქართველოს მრავალმილიონიან სამხედრო დახმარებას უჩერებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
დანიამ საქართველოში შარშან დაიწყო „მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროგრამა“, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 27,12 მილიონი ლარით განისაზღვრა.
„დანია, ჩემი ინფორმაციით, აჩერებს სამხედრო დახმარებას, მრავალმილიონიან პროექტს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, რომელიც შარშან დაიწყო და საუბარი იყო 27 მილიონ ლარზე, რაც უნდა მოხმარებოდა საქართველოს მედეგობის გაძლიერებას, ისევე როგორც ეროვნული გვარდიისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პროგრამაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას“, - განაცხადა პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე აქუბარდიამ.
ოპოზიციონერი დეპუტატი ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ქვეყნისთვის ეს უდიდესი დანაკარგია.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში, ევროკავშირმა საქართველოს 62 მილიონი ევრო გამოუყო თავდაცვიუნარიანობის გაძლიერებისთვის... შეუქცევადად მიმდინარეობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დაზიანება, რაც არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო“, - აღნიშნა აქუბარდიამ.
ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის შეაჩერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან 30 მილიონი ევროს მხადაჭერა. ჰერჩინსკის თქმით, ეს ფინანსური დახმარება ყოველწლიურად იზრდებოდა, ახლა კი შეჩერდა. „სიტუაციის გაუარესების“ შემთხვევაში, ევროკავშირი სხვა ზომების მიღებაც განიხილავს.
საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა დაწყებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, რომლის ფარგლებშიც 5 ივლისს, თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოში სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ გაურკვეველი ვადით გადადო. პენტაგონის განმარტებით, „გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა სუბიექტების მიმართ, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას აიძულებენ, რათა უკრაინაზე ზეწოლა შემსუბუქდეს, ასევე მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში“.
