სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე ტოივო კლაარმა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტების მუშაობის განახლებისა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის მათი გადაკვეთის გამარტივებისკენ მოუწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 3 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
„ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან საზღვრის დარღვევის ფაქტები, ასევე, შევქმნათ საზღვრის გადაკვეთისთვის მეტი შესაძლებლობა. გვინდა, რომ ჟენევის დისკუსიების მონაწილეებმა მეტი დრო დაუთმონ საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას. გამყოფი ხაზები, როგორც წესი, ხელს უშლის მოსახლეობას, მივიდნენ ეკლესიებთან, სასაფლაოებზე, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. ჩვენ გვინდა, რომ სამხრეთ ოსეთი დაუბრუნდეს კოვიდამდელ პერიოდს გამშვები პუნქტების რაოდენობის და საზღვრის გადაკვეთის სიმარტივის თვალსაზრისით“, - განაცხადა კლაარმა.
ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები 4-5 აპრილს დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დღის წესრიგის განსახილველად ცხინვალში ჩავიდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ჯიჰან სულთანოღლუ გაეროდან, ტოივო კლაარი ევროკავშირიდან და ვიორელ მოშანუ ეუთოდან.
2019 წლის სექტემბერში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის მიმართულებით არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი „რაზდახანი“ (ოძისი) ჩაკეტა, რის მიზეზადაც მაშინდელი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს განთავსებას ასახელებდა. დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ქართული პოსტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ წნელისშია (უისტა) და დღემდე მის მოხსნას ითხოვს. 2022 წლის აგვისტოში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას უფლება მისცა, ე.წ. საზღვარი „რაზდახანის“ და „პერეუს“ (პერევი) ე.წ. გადასასვლელებით ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე პერიოდში გადაკვეთონ.
