გასულ წელს ემიგრაციაში საქართველოს 163 480 მოქალაქე წავიდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

2023 წელს საქართველოში უარყოფითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 95.6%-ით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5%-ით გაიზარდა და 205 857 იყო. სხვაობა საქართველოს ემიგრანტ და იმიგრანტ მოქალაქეებს შორის 71 584 მოქალაქეა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გასულ წელს ემიგრაციაში წასული 245 064 ადამიანიდან 152 383 (62.2%) შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენს. ემიგრანტებიდან 163 480 საქართველოს მოქალაქეა, 35 344 - რუსეთის ფედერაციის, 7675 - უკრაინის, 7049 - თურქეთის, 4537 - ბელარუსის, 3274 - ინდოეთის, 23 538 ემიგრანტს კი სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვს.

205 857 იმიგრანტიდან 156 304-ის (75.9%) ასაკი 15-დან 64 წლამდეა. იმიგრანტებს შორის 91 896-ს საქართველოს მოქალაქეობა აქვს, 52 627 - რუსეთის მოქალაქეა, 8624 - თურქეთის, 8406 - ინდოეთის, 7516 - უკრაინის, 3557 - ბელარუსის, ხოლო 33 072 სხვა ქვეყნის მოქალაქე.

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, 1.1%-ით შემცირდა და 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 3 694 600 ადამიანი შეადგინა. დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება - დაიბადა 40 214 ადამიანი, 42 756 კი გარდაიცვალა.

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი - 1 258 500
  • იმერეთი - 442 300
  • ქვემო ქართლი - 436 000
  • აჭარა - 363 200
  • კახეთი - 299 900
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 287 800
  • შიდა ქართლი - 244 100
  • სამცხე-ჯავახეთი - 142 100
  • გურია - 101 900
  •  მცხეთა-მთიანეთი - 92 600
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26 200

0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.5%-ს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) - 64.3%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.2%-ს.

საქართველოს მოსახლეობის 48% კაცი, ხოლო 52% - ქალია. საქსტატის განმარტებით, სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).