საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში მანდატებზე უარს იტყვიან მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და პოლიტიკური მდივანი ირაკლი კობახიძე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
„ეს ადამიანები, როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს არ არის, მე მგონი, დასამალი - ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი, ირაკლი - პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. ისინი არიან ჩვენი პარტიის ხელმძღვანელები - საპატიო თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, თავმჯდომარე და ისინი საპარლამენტო სიაში იყვნენ, როგორც ეს წესია, ფორმალურად, რეალურად და ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს“, - განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში პირველ სამ ადგილს ინაწილებდნენ.
დღეს, 25 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა ჩაატარა, სადაც150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო. 88 ხმით, არცერთის წინააღმდეგ, პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს, ხოლო მის მოადგილეებად - გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი.
სხდომამ, რომელსაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებოდნენ, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა.
კონსტიტუციის მიხედვით, ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა ეს არ გააკეთა. მან საპარლამენტო არჩევნების შედეგები და შესაბამისად, 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ პარლამენტს უფლება არა ჰქონდა, ეცნო იმ პირთა უფლებამოსილება, რომელთა არჩევის კანონიერებაც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. ეს და პარლამენტის სხვა გადაწყვეტილებები უკანონოდ მიიჩნევა.
