კარასინმა რუსულ კანონზე ვეტოს დადების გამო ზურაბიშვილი გააკრიტიკა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა და სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში არასტაბილურობის მიღწევის მცდელობაში დაადანაშაულა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„თავისებური ქალი ზურაბიშვილი, როგორც ჩანს, თავდაუზოგავად ცდილობს საკუთარ ქვეყანაში არასტაბილურობის მიღწევას. პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ მიღებული უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი მასში რაღაც უცნაურად დაჟინებულ უარყოფას იწვევს. აქ ჩნდება კითხვა: ვის ინტერესებს იცავს ქალბატონი პრეზიდენტი? ზოგადად, სცენარი ნათელია, მაგრამ მნიშვნელოვანია პოლიტიკოსმა არ დაკარგოს პროპორციის გრძნობა“, - განაცხადა კარასინმა 18 მაისს, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო.

აღსანიშნავია, რომ გრიგორმა კარასინმა „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღება მოიწონა და „საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ხასიათის გამოვლინებად“ შეაფასა.

ამ თემაზერუსეთის საბჭოს ვიცე-სპიკერის და „ქართული ოცნების“ განცხადებები სრულ თანხვედრაშია

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები და ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი, მასობრივი საპროტესტო აქციების მოთხოვნა, კანონი უპირობოდ უკან გაეწვიათ.

პრეზიდენტმა კანონს, რომელიც მისი შეფასებით საქართველოს კონსტიტუციის არაერთ მუხლს ეწინააღმდეგება, ვეტო დაადო, თუმცა „ქართული ოცნება“ მის დაძლევას 27 მაისის სასესიო კვირაში გეგმავს.   

გასულ კვირას, თბილისში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა ხელისუფლება გააფრთხილა, თუ კანონი ძალაში შევა ისე, რომ ის შესაბამისობაში არ იქნება ევროპულ ნორმებთან, აშშ-ის მხრიდან შეზღუდვებს ვნახავთ. გარდა ამისა, ო’ბრაიენის თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს დაახლოებით 390 მილიონი დოლარის დახმარება, რომლის დახარჯვასაც საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად გეგმავს, რაც ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ აშშ ახლა განიხილება „მოწინააღმდეგედ და არა პარტნიორად“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.