საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე ქვეყანა არ უნდა დასანქცირდეს. ამის შესახებ მან ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ჰკითხეს, რამდენად ეფექტური იქნება უკვე დაწესებული სანქციები და ხომ არ არის საჭირო მათი გამკაცრება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ვისაც ვხვდები - და მომდევნო დღეებში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები მექნება - ვეუბნები, რომ არ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი. ანუ, სანქციები ქვეყანაზე არ შეიძლება იყოს მიღებული, სანამ ქვეყანამ დემოკრატიულად არ გასცა პასუხი არჩევნებში, თუ როგორი მომავალი უნდა. დღეს ქართველი ხალხი იბრძვის ევროპული მომავლისთვის, ეს არ არის ის მომენტი, როცა უნდა დაისაჯოს ევროპელების თუ ამერიკელებისგან. ინდივიდუალურ სანქციებზე მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი არასოდეს ვსაუბრობ, ეს არ არის ჩემი როლი და არც ამ სანქციების ეფქეტურობაზე შეიძლება ვილაპარაკო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს „ეგზისტენციალური“ უწოდა.
„ამ არჩევნებისთვის საკმარისი მომზადების დრო გვაქვს, დრო ერთად გვაქვს. ჩვენ უნდა დავიწყოთ კამპანია, ხალხს უნდა გავაგებინოთ, რომ ეს არჩევნები არჩევნები კი არაა, ეს ეგზისტენციალური არჩევანია, სადაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რასაც საქართველო არა მხოლოდ 30 წელია ამბობს, საქართველო ამბობდა სულ მუდამ, რაც სახელმწიფო იყო, რომ ეს ღირებულებები რაც ევროპული ღირებულებებია, მისი ღირებულებებია. არ შეიძლება, რომ ეს ღირებულებები, ვინმემ გარედან შეუცვალოს. არ შეიძლება, რომ საქართველო გარუსდეს, არ შეიძლება, რომ არ იყოს დამოუკიდებელი და არ შეიძლება, რომ არ იყოს ძლიერი. ეს არის ჩვენი არჩევანი ამ მომავალ არჩევნებზე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის დამტკიცების, ასევე, კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ ძალადობისა და დაშინების კამპანიის გამო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ათობით მოქალაქე დაასანქცირა. სავიზო სანქციების პირველი ნაწილი დაახლოებით 30 ადამიანს შეეხო. მათ შორის არიან „ქართული ოცნების“ წევრები, პარლამენტის დეპუტატები, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და კერძო პირები. დასანქცირებულთა სახელები საჯაროდ არ დასახელებულა. გარდა ამისა, აშშ-მა შესაძლოა საქართველოსთვის ფინანსური დახმარების ოდენობაც შეამციროს.
რუსული კანონის მიღებაზე საპასუხო ზომებს განიხილავენ ევროკავშირიც. წევრი სახელმწიფოები სხვადასხვა ვარიანტზე მსჯელობენ, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასა და ფინანსური დახმარების გადახედვაზე. საქართველოსთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით ესტონეთის პარლამენტმა განცხადებაც მიიღო.