საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მიმართულებით ნაბიჯები არ გადაიდგმება. საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, კობახიძემ ამ თემაზე ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს „ფიქტიური საუბრები“ უწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
„ქართველ ხალხს ემუქრებიან იმის გამო, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭირა მმართველ პარტიას. საუბარი აქვთ ქართველი ხალხის დასჯაზე მისი დემოკრატიული არჩევანის გამო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ფიქტიური საუბრებია. დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადაიდგმება, მათ შორის იმის გამო, რომ ასეთმა ინსტრუმენტებმა მთლიანად დაკარგა ეფექტი.
წელიწად-ნახევრის განმავლობაში კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენებოდა, როგორც ქვეყანაზე ზეწოლის და ქვეყნის არევის ინსტრუმენტი. საბოლოო ჯამში, ჩვენ მყარად დავიჭირეთ ჩვენი პოზიციები, დავიცავით ამ ქვეყნის ღირსება და ნაცვლად იმისა, რომ ეს საკითხი კიდევ ხანგრძლივად გამოყენებულიყო შანტაჟის ინსტრუმენტად, ჩვენ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. მერე გადავიდნენ მოლაპარაკებების გახსნის თემაზე. ეს ინსტრუმენტიც გაცვდა და აქედან გამომდინარე, მე მგონია პირიქით, რომ წელს ეს არ მოხდება, მაგრამ მომავალ წელს, ძალიან მაღალი ალბათობით, მით უმეტეს, რომ, დიდი ალბათობით, მანამდე უკრაინაში ომიც დასრულდება, მოლაპარაკებებიც გაიხსნება“, - თქვა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მმართველი პარტიისთვის მთავარია „ღირსებით გააგრძელოს“ წინ სვლამ მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით.
„ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, 2030 წლისთვის გვინდა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თუ ასე ღირსეულად გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი არის მიღწევადი“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
13 ნოემბერს ევროპარალემნტში გამართულ დებატებზე, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის შინასმა განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერა, შემცირდა პოლიტიკური კონტაქტებიც და მთავრობის ფინანსური დახმარებაც. როგორც შინასმა თქვა, ეს ზომები ძალაში დარჩება მანამ, ვიდრე ხელისუფლება არ შეცვლის მოქმედების კურსს.
ორი დღით ადრე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დიდი ცვლილებების განხორციელება სჭირდება თუნდაც იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ დაკარგოს. 30 ოქტომბერს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშში კი ნათქვამია, რომ კომისია არ გაუწევს რეკომენდაციას საქართველოსთან გაწევრიანებიაზე მოლაპარაკებების დაწყებას, თუ ქვეყანა კურსს არ შეიცვლის.
უკვე თვეებია, ევროპარლამენტი ევროკომისიას მოუწოდებს, შეაფასოს, რამდენად აკმაყოფილებს ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებს. ამ მოწოდებით კიდევ ერთი რეზოლუციის მიღება თვის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი.
