კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გაფიცული თანამშრომლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ და სთხოვენ, მათი პრობლემებით დაინტერესდეს. დღეს, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს ჭიათურიდან გიორგი კუპატაძე შეუერთდა, რომელმაც სამი დღის წინ პროტესტის ნიშნად ორივე თვალი ამოიკერა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„კაციშვილი პატრონი არ გვყავს. დღეს თბილისში ჩამოსვლა გადავწყვიტე. მინდა, ბატონ ღარიბაშვილს აქედან თხოვნით მივმართო - მეც თქვენი მოქალაქე ვარ, მეც მიმიძღვის წვლილი ხელისუფლებაში თქვენს მოსვლაში და მინდა რომ თავლებში ჩამხედოთ. ბატონმა ღარიბაშვილმა ჩამხედოს თვალებში, თვალებში ჩახედოს ამ ბიჭებს, გაითვალისწინოს, თითოეული მაღაროელი იმხელა პროდუქციას ვქმნით და იმხელა თანხები შედის ბიუჯეტში, ჩვენს ზურგზე, ჩვენს ხელებზე... აგერ არის ფაქტი, 17 ნაკერი მადევს. ამ ნაშრომით ივსებოდა ბიუჯეტი“, - განაცხადა კუპატაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი მაღაროელების პროტესტს ამ დრომდე არ გამოხმაურებია. კვირის დასაწყისში მისი ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა ჩატარდა, თუმცა განსახილველ საკითხებს შორის ჭიათურაში მიმდინარე პროცესები არ მოხვდა. პრემიერი ამ საკითხს არც დღეს შეეხო, როდესაც ჟურნალისტებს დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში აძლევდა კომენტარს.
„ჯორჯიან მანგანეზის“ 3500-მდე თანამშრომელი მე-16 დღეა გაფიცულია. მათი ნაწილი აქციას ჭიათურაში, მუნიციპალიტეტის მერიის წინ მართავს, რამდენიმე ათეული მაღაროელი კი 19 ივნისს თბილისში ჩამოვიდა და პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალა. ამ დროისთვის ჭიათურასა და თბილისში 15 ადამიანი შიმშილობს: ერთმა პირი ამოიკერა, მეორემ კი თვალები, ხელზე თვითდაზიანებები აქვს მიყენებული კიდევ ერთ მაღაროელს.
მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართეს, „ჯორჯიან მანგანეზმა“ განაცხადა, რომ მზად არიან მაღაროელებს ხელფასი 5%-ით გაუზარდონ და მუშაობა 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებული სამუშაო პირობებით გააგრძელონ.
გაფიცული მაღაროელებისთვის ხელფასის 5%-ით მომატება მიუღებელია. ისინი მინიმუმ 20%-იან ზრდაზე არიან თანახმა, რაზეც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ საკმარისი ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ. როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო მართვის დირექტორი ლაშა თუთბერიძე ამბობს, ხელფასის დამატებით 15%-ით მომატება კომპანიისთვის 10 მილიონი დოლარის წლიური ხარჯია, დღეს კი ფინანსური ზარალის საპროგნოზო მაჩვენებელი 12 მილიონ დოლარს შეადგენს.
ამ თემაზე:
რამდენ მილიონს შოულობენ „ჯორჯიან მანგანეზი“ და საშუამავლო კომპანიები ჭიათურაში