საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა იცვლება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
მოქმედი კანონის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კონკურსს აცხადებს და კანდიდატთა შესარჩევ კომისიას პრეზიდენტი ქმნის. შერჩეულ კანდიდატებს პარლამენტს პრეზიდენტი წარუდგენს. ცვლილებების მიხედვით, კომისიის შექმნა, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, არჩევა კი, პარლამენტის უბრალო უმრავლესობით, რაც, პრეზიდენტის მოსაზრებით, ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს.
„100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს. ვეტო სწორედ ამ კონსენსუსის შენარჩუნების მიზანს ემსახურება“, - აცხადებს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეული იქნენ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის შესანარჩუნებლად და გასამყარებლად.
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე და საბოლოო მოსმენით 13 ივნისს მიიღო. კანონპროექტის ინიციატორები „ქართული ოცნების“ წევრები - მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი იყვნენ.
საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პირობიდან ერთ-ერთია. 22 ივნისს, ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ამ მიმართულებით საქართველომ „გარკვეულ პროგრესს“ მიაღწია. ევროკომისიის მოწოდებაა, რომ საქართველომ უარი თქვას საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურას ცვლის.
