ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მიმართეს. მათი განცხადება დღეს, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტის მრჩეველმა შეწყალების საკითხებში ანგი ხუციშვილმა ჩაიბარა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ლაზარე უდანაშაულოა და ქალბატონმა სალომემ ეს იცის, მას გადაეცა საქმის მასალები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ შეიწყალებს“, - თქვა ლაზარეს დედამ, თამთა კალანდაძემ.
ადვოკატმა ლიკა ბითაძემ აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად შარაძემ დღეს, 12 აპრილს, რუსული კანონის წინააღმდეგ მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. ლაზარე დამნაშავედ იქნა ცნობილი პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანისთვის ცეცხლის წაკიდებაში. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ განაჩენი უსამართლო და უკანონოა, მოსამართლე ზვიად შარაძე კი აცხადებს, რომ დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რა მტკიცებულებებს დაეყრდნო.
„წარმოადგინეს მოწმე პოლიციელები, რაც პროკურატურის ტრადიციული მეთოდია და ეგრედ წოდებული ვიდეომტკიცებულებები, სადაც არსად ჩანდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი პოლიცილების მისამართით მოლოტოვის კოქტეილს ისროდა. განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია. ასეთი გადაწყვეტილების მოლოდინი გვქონდა, ვინაიდან სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და აღმასრულებელი ხელისუფლების ინტერესებს ხშირად ატარებს სხვა საქმეებზეც“, - განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლე ზვიად შარაძე საქმეს ერთ წელზე მეტი განიხილავდა. ლაზარე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
მარტის აქციებიდან ერთი წლის თავზე „ქართულმა ოცნებამ“ ისევ წარადგინა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი, რომელზეც უარი მასშტაბური პროტესტის და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად თქვა. მმართველმა პარტიამ არ შეასრულა დადებული პირობა, რომ მას პარლამენტიდან „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვევდა. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.