„ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მისალოცი წერილი გაუგზავნა ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელმაც ახლახანს ზედიზედ მეშვიდე ვადით დაიკავა ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 2 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 3 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 4 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 5 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
- 6 საიამ არჩევნებზე ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
„მინდა მოგილოცოთ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა და წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში“, - ნათქვამია ყაველაშვილის მილოცვის ტექსტში, რომელიც ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.
ყაველაშვილმა ბელარუსის ლიდერს მადლობა გადაუხადა „იმ გულწრფელი მილოცვისა და კეთილი სურვილებისთვის“, რომელიც მისგან „საქართველოს პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით“ მიიღო.
„ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობებს. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა ჩვენი თანამშრომლობისა და ჩვენს ხალხების შორის ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტია. იმედი მაქვს, რომ ქართულ-ბელარუსული ურთიერთობები განვითარდება ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი.
ლუკაშენკოს ადმინისტრაციის ვებგვერდზე ასევე იძებნება რუსეთის, ჩინეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების, ასევე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მილოცვები.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 26 იანვარს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 86.82%-მა მისცა ხმა. არჩევნებზე არც ეუთოს და არც დასავლეთის ქვეყნების ოფიციალური დამკვირვებლები არ ყოფილან. ევროკავშირის ლიდერებმა საპრეზიდენტო არჩევნებს ფიქტიური და არათავისუფალი უწოდეს.
ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც ბელარუსს 1994 წლიდან მართავს, ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ქვეყნის ლიდერს შორის, რომელმაც მიხეილ ყაველაშვილს გაპრეზიდენტება მიულოცა.
ლუკაშენკოს ნათქვამი აქვს, რომ მზად არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიაროს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს. 2022 წელს ის ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, 2023 წელს კი მინსკში შეხვდა დე ფაქტო აფხაზეთის მაშინდელ პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას.
