როგორი იქნება აეროპორტი, რომლის აშენებაც თელავში იგეგმება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებული კონკურსი, რომელშიც 13 კომპანია მონაწილეობდა, დასრულებულია. გამარჯვებულად შპს „ხმალაძე არქიტექტორები“ გამოცხადდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან 16 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ არაუგვიანეს 3 თვის ვადაში აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის პროექტი უნდა მოამზადოს. ხელშეკრულების ღირებულება 349 280 ლარია.

ტექნიკური დავალების მიხედვით, ტერმინალის შენობა ფუნქციურად უნდა შედგებოდეს შემდეგი სივრცეებისგან: მოსაცდელი დარბაზი, სარეგისტრაციო სივრცე, ჩასხდომის და მოფრენის დარბაზები, ბარგის გაცემის და მიღების სივრცეები უსაფრთხოების საკონტროლო ზონა, საბაჟო და სასაზღვრო შემოწმების ზონა, მაღალი კლასის მომსახურების ( VIP) დამოუკიდებელი ზონა და საოფისე ფართები. ტერმინალის მოსაცდელ დარბაზში განთავსებული უნდა იყოს კვების და სავაჭრო ობიექტებიც.

ტერმინალის სავარაუდო საერთო ფართი უნდა შეადგენდეს 1500-2000 კვ. მეტრს და გათვლილი უნდა იყოს ერთი საათის მანძილზე ერთდროულად ჯამურად 150 მგზავრის მომსახურეობაზე. გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა დააპროექტოს ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაც (დაახლოებით 10 000 მ2), სადაც 60 მანქანაზე გათვლილი ავტო-პარკინგი განთავსდება.

შპს „ხმალაძე არქიტექტორების“ მიერ კონკურსში წარდგენილი კონცეფციის მიხედვით, ტერმინალის ფართობი 1770 კვ. მეტრია, ხოლო სიმაღლე - 7 მეტრი. შენობის ჩრდილოეთი ფასადის მიმართულებით გახსნილია კავკასიონის ქედის ხედი.

„ჩვენი გეგმაა, რომ თელავის ახალი შიდა აეროპორტი დავაკავშიროთ ჩვენი ქვეყნის ყველა საერთაშორისო და შიდა აეროპორტს იმისთვის, რომ სტიმული მივცეთ ტურისტული ნაკადების ზრდას, მობილობის ზრდას. ახალ ტერმინალს ექნება 200 000 მგზავრზე მეტი გამტარუნარიანობა. ჩვენ ასევე ავაშენებთ ახალ ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

ჯერ უცნობია, კონკრეტულად როდის დაიწყება და დასრულდება თელავის აეროპორტის მშენებლობა.

თალავში ახალი აეროპორტის აშენება 2023 წლის სექტემბერში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა. მისი განცხადებით, აეროპორტს პირველი მგზავრები 2024 წლის მაის-ივნისში უნდა მიეღო. პროექტის სავარაუდო ღირებულებად 25-30 მილიონი ლარი დასახელდა.

2018 წელს, კახეთში აეროპორტის საჭიროებაზე საუბრობდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც.

ამჟამად საქართველოში მოქმედია 5 აეროპორტი: თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, ასევე, მესტიის და ამბროლაურის აეროპორტები.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.