1-ელი სექტემბრიდან რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს 141 მილიონი რუბლის (თითქმის 1.6 მილიონი დოლარი) ოდენობის დაფინანსება შეუწყვიტა. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა, ვლადიმერ დელბამ აფხაზეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა. ამ თანხით სოციალური სფეროს მუშაკების - ექიმების, მასწავლებლების, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების და სხვების ხელფასები უნდა გადაეხადათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცა და სექსუალურად იძალადა“ - კახეთის პოლიციამ 5 პირი დააკავა
- 2 სამტრედიაში ნიკა მელიას თავს დაესხნენ
- 3 კობახიძემ დააკონკრეტა რომელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს „ქართული ოცნება“
- 4 შოვის სტიქიაზე ახალი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ლაშა სუხიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
- 5 გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა აგვისტოს ომზე „ქართული ოცნების“ განცხადება გაიმეორა
- 6 მწვერვალ შხელდაზე დაღუპული მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი იპოვეს
დე ფაქტო მინისტრის თქმით, რუსულმა მხარემ აფხაზეთს ფინანსური დახმარება აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროგრამის პირობების შეუსრულებლობის გამო შეუზღუდა. კერძოდ, 1-ელ აგვისტომდე აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების, ასევე, ეკონომიკურ პროექტებზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარება/აღსრულების შესახებ ხელშეკრულებების რატიფიკაცია უნდა მოეხდინა.
„მსგავსი სიტუაცია მიმდინარე წელს არ არის პირველი. მინდა მაგალითი მოვიყვანო. კერძოდ, ჰარმონიზაციის პროგრამით „მოქალაქეებისთვის სოციალური მომსახურების შესახებ“ კანონის მიღების ვადად დადგენილი იყო 2024 წლის ივლისი. ივლისის თვეში ჩვენ წარვადგინეთ განცხადება დასაქმებულების კატეგორიისთვის ხელფასების დაფინანსებაზე, მაგრამ იმის გამო, რომ კანონი ვადებში არ იქნა მიღებული, შეჩერდა ივლისის თვის იგივე მოცულობის - 141 მილიონი რუბლის დაფინანსება. 30 ივლისს კანონი მიღებული იქნა და ეს ფინანსური დახმარება აღდგა. ანალოგიური სიტუაციაა ახლაც“, - აღნიშნა დელბამ.
მან იმედი გამოთქვა, რომ სიტუაცია შეიცვლება და რუსეთის ფინანსურ დახმარებას დროულად მიიღებენ. ვლადიმერ დელბას განცხადებით, აფხაზეთის ბიუჯეტი სექტემბრის ხარჯების ანაზღაურებას შეძლებს, მაგრამ „მომავალ პერიოდებში ეს საკმაოდ რთული იქნება“.
ამ თემას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს (დუმის) დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ ზატულინი გამოეხმაურა. მისი თქმით, აფხაზეთის „პარლამენტში“ არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების დაზიანებას ცდილობენ.
„აფხაზეთის პარლამენტი საკმაოდ დიდი ხანია თავს არიდებს კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან დაკავშირებულ დაპირებების შესრულებას. მაგალითად, ის არ ცნობს საარბიტრაჟო სასამართლოების იურისდიქციას. ამ საკითხზე დოკუმენტი პარლამენტშია, მაგრამ დეპუტატები გადაწყვეტილებებს არ იღებენ პოპულისტური განწყობებისა და რუსეთის წინააღმდეგ ეჭვების კამპანიის გავლენით, რომელსაც ზოგიერთები, მათ შორის, დეპუტატები აწარმოებენ. ...
აფხაზეთის ბლოგოსფეროში უცხოური გრანტების და ყველა სახის მესამე სექტორის ორგანიზაციების გავლენით წარმოებს კამპანია, რომელიც შექმნილია რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობებში ბზარის გასაჩენად. ამ პერსონაჟების შესახებ ცნობილია. ზოგიერთი მათგანი პარლამენტის წევრია. ისინი უმრავლესობას არ წარმოადგენენ, მაგრამ, როგორც ჩანს, გავლენას ახდენენ უმრავლესობის განწყობებზე, ხოლო უმრავლესობა არ იჩენს ნებას და დინებას მიჰყვება. მეჩვენება, რომ ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მათი ყურადღების მიქცევას იმ ფაქტზე, რომ მათი ასეთი დამოკიდებულება ყველა ჩვენი შეთანხმების მიმართ კარგს არაფერს იწვევს“, - განაცხადა ზატულინმა.
რუსეთის დახმარების შეწყვეტის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, დმიტრი კოზაკისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას შეხვედრის პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც რუსული მხარე ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონპროექტის მიღებასაც ითხოვს და რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევით ემუქრება მათ, ვინც ამას ეწინააღმდეგება.
ამ თემაზე:
სერგეი შამბას თქმით, რუსეთმა აფხაზეთთან მიმართებაში სანქციების გამოყენება დაიწყო