საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ადვოკატები არ ეთანხმებიან და სამი თვის ვადაში, დიდ პალატაში გაასაჩივრებენ. ბექა ბასილაიას თქმით, სასამართლომ არასწორი შეფასებები გააკეთა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 რატომ უნდა შეეჩერებინა საკონსტიტუციოს რუსული კანონის მოქმედება - 2 მოსამართლის განსხვავებული აზრი
- 3 სად გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ
- 4 სასამართლომ „ოცნების“ კლიპის არგაშვების გამო „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ დააჯარიმა
- 5 გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგო დადგა, მიზანი შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევა იყო - მდინარაძე
- 6 „ქართული ოცნების“ სარეკლამო კლიპის გადაღების შემდეგ JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ
„სამწუხაროდ, სასამართლომ ჩვენი არგუმენტაცია საკმარისად არ მიიჩნია და დარღვევა არ დაადგინა, თუმცა, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ორმა მოსამართლემ განსხვავებული აზრი დააფიქსირა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საჩივარი იყო დასაბუთებული, მოთხოვნები კი კანონიერი, ევროკონვენციასთან შესაბამისი.
ჩვენ ღრმად ვართ იმაში დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური მოტივაციით დევნილი, რომ მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება და ამავე დროს, მას მსჯავრი დაედო ისეთი ქმედებისთვის, რაც კანონით დანაშაულად არ არის მიჩნეული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ევროკონვენციით დადგენილ ვადაში მივმართავთ ევროსასამართლოს დიდ პალატას საჩივრით. არსებობს პრაქტიკა, როდესაც დიდ პალატას შეუცვლია გადაწყვეტილება მომჩივანის სასარგებლოდ. გვაქვს იმედი, რომ ჩვენი არგუმენტები იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა ბასილაიამ.
ბექა ბასილაიას და მიხეილ სააკაშვილის სხვა ადვოკატებს სტრასბურგის სასამართლოში დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეები ჰქონდათ გასაჩივრებული. სააკაშვილს აღნიშნულ საქმეებზე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
დღევანდელი გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ:
- ერთხმად დაადგინა, რომ სააკაშვილის მიმართ არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) არც იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განიხილეს ეროვნულმა სასამართლოებმა მის წინააღმდეგ მტკიცებულებები და არც მოსამართლის მიუკერძოებლობასთან მიმართებაში;
- 5 მოსამართლის ხმით 2-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-7 მუხლის (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) დარღვევას. სააკაშვილი დავობდა, რომ არ შეეძლო განეჭვრიტა, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების გამო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აბსოლუტური უფლებაა. ევროსასამართლომ ეს არგუმენტი არ გაიზიარა და განაცხადა: „ბატონ სააკაშვილს შეეძლო, გონივრულად განეჭვრიტა, საქმის კონკრეტულ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მკვლელობის საქმეზე შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებდა“;
გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივარი კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევის შესახებ. სასამართლოს განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა ვერ დაასაბუთა, რომ მის წინააღმდეგ დევნის უკან არსებობდა ფარული მოტივი - ქართულ პოლიტიკაში მისი მონაწილეობისთვის ხელის შეშლა.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება „კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით“.