„დიდი სინანულით უნდა გითხრათ, რომ ამჟამად ჩვენ ურთიერთობაში რთულ პერიოდს გავდივართ. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვაზე უარყოფითად იმოქმედებდა და სამწუხაროდ, ეს მოხდა“, - ამბობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ჟურნალისტებმა ჰერჩინსკის შეკითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, რუსული კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსები გაიზარდა. ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ კანონის მიღებამ საქართველოს წინსვლის პერსპექტივებზე უარყოფითად იმოქმედა.
„პრინციპში, ამ კანონის მიღებამ, როგორც ამას მე ვხედავ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გაყინა. მოგეხსენებათ, ევროკავშირში ინტეგრაცია ერთსულოვნებას მოითხოვს და ჩვენ უკვე მოვისმინეთ, რომ რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ საჯაროდ განაცხადა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ისინი საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის წინააღმდეგი იქნებიან. ეს კანონი მიღებულია და შედეგების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მომავალ კვირას მოხდება.
ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ევროკომისიის სამსახურებმა და საგარეო ქმედების სამსახურმა, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტები მოვამზადეთ. ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან იქნა გაზიარებული და წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ, თუ რომელი ვარიანტი განახორციელონ ამ მენიუდან. ეს გადაწყვეტილებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ორშაბათს ლუქსემბურგში, შემდეგ კი ევროპული საბჭოს დონეზე 27 ივნისს უნდა იქნას მიღებული, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, რომელიც ყველაზე მაღალი დონეა ევროკავშირში. მინდა დავამატო, ეს ხდება, მომავალ კვირას უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის კონტექსტში. ასე რომ,
ნამდვილად გული მწყდება იმის დანახვით, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია, პრაქტიკულად გაყინულია და ამავდროულად, უკრაინასთან და მოლდოვასთან ჩვენ წინ მივიწევთ“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის შანსი 20-30%-ით გაიზარდა.
„კანონის ინიციირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო ნული. ამ ლოგიკური დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევდა ჩვენ ის შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა ევროკავშირის კონკრეტულ წარმომადგენლებთან. კანონის მიღების შემდეგ, დღეს ეს შანსი არის გაზრდილი, დაახლოებით, 20-30%-მდე, თუმცა ეს არის დღევანდელი მოცემულობა“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს 17 ივნისს და აღნიშნა, რომ ე.წ. გლობალური ომის პარტია საქართველოს მოლაპარაკებების გახსნის თემით აშანტაჟებს.
ცოტა ხნის წინ ესტონეთის პარლამენტმა „საქართველოში დემოკრატიის კრიზისის შესახებ“ განცხადება მიიღო, რომლის მიხედვითაც, სანამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაუქმდება, ესტონეთმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შემდგომი პროცესი უნდა დაბლოკოს. რიიგიკოგუ ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ესტონეთმა მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასაც. მანამდე, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონით საქართველოსთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ გაიხსნება.