საქართველოს პროკურატურამ, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გერმანიას და ბელგიას ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით მიმართა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა“, - განაცხადეს პროკურატურაში.
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი ამჟამად უკრაინის მოქალაქე და ამავე ქვეყნის გენერალური პროკურორის მრჩეველია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში, ის ბრიუსელსა და ბერლინში იმყოფებოდა. უკრაინის გენპროკურორ ანდრი კოსტინთან ერთად ადეიშვილი ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორ გერტ იან კოპმანის შეხვდა, ასევე მონაწილეობდა, გერმანიის ბუნდესტაგში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში.
ზურაბ ადეიშვილთან შეხვედრების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. მანამდე ევროკავშირის წარმომადგენლობამ განმარტა, რომ ევროკომისიაში გამართული შეხვედრის „სხვაგვარად წარმოჩენა“ ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციაა.
11 მარტს საქართველოს მთავრობამ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილის, ხოლო კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის ყოფნის გამო.
„აღნიშნული პირები ხელმძღვანელობდნენ საქართველოს წინა ხელისუფლების ავტორიტარულ რეჟიმს, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა იმსხვერპლა. ზურაბ ადეიშვილი მსჯავრდებულია ღვინის ქარხნის უკანონო ჩამორთმევის, ტელეკომპანია „იბერიას“ ხელში ჩაგდების, კობა დავითაშვილის გატაცებისა და მასზე სასტიკი ძალადობის, პატიმრების წამების და „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეებზე, ხოლო ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისა და მიტაცების, 2007 წლის 7 ნოემბრის ძალადობის და ბუტა რობაქიძის მკვლელობის დანაშაულის დაფარვის საქმეებზე. გიორგი ლორთქიფანიძე ბრალდებულია 2011 წლის 26 მაისის ძალადობის და საზღვრის უკანონო კვეთაში მიხეილ სააკაშვილის დახმარების საქმეებზე“, - ნათქვამია მთვრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართული მხარე აღნიშნავს, რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, აუცილებელია უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს დამნაშავეები გადასცეს.