საკონსტიტუციოს მოსამართლის შვილი პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს წევრად აირჩია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პარლამენტმა 17 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი 90 ხმით აირჩია. გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის შვილია. ხვიჩა კიკილაშვილი ერთ-ერთია 6 მოსამართლიდან, რომლებმაც ერთი დღით ადრე, 16 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის ნორმების დარღვევა დაუდგინეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მეორე დღესვე საქართველოს პარლამენტმა მოსამართლის შვილი გოგა კიკილაშვილი, 90 ხმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე აირჩია“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი.

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ უარყო კავშირი გოგა კიკილაშვილის არჩევასა და მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შორის.

„თვეებით ადრე ხომ არ გვეცოდინებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი დაარღვევდა კონსტიტუციას. ჩვენ მომავალში უნდა გაგვეთვალა და გვეთქვა კიკილაშვილისთვის, შემოიტანე დოკუმენტები, აგირჩევთ და სანაცვლოდ მამაშენმა მხარი დაუჭიროს, სიმართლესო? ასეთ სისულელეს იჯერებთ?“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განსაზღვრული ერთ-ერთი პირობაა. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება  აღნიშნული პირობის შესრულების იმიტაციას ქმნის.

განვითარებული მოვლენები ნეპოტიზმის აშკარა მაგალითია სასამართლო სისტემაში, რაც, სხვა ხარვეზებთან ერთად, მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

გარდა ამისა, მსგავსი საკადრო გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლო სისტემისადმი ნდობას და აძლიერებს კლანურ მმართველობას“, - ამბობს ჯანეზაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის იმპიჩმენტის საკითხის განხილვაც პარლამენტმა დღეს დაიწყო, საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას ხვიჩა კიკილაშვილს შვილის წარმატება მიულოცა. 

„ერთადერთი რამ, რაც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია ამ კენჭისყრის შედეგი - და ესეც თქვენზე კი არაა დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ რამდენის შემოერთებას შეძლებთ, ვის კომპრომატით, ვის მოსყიდვით და ვის შვილის დაწინაურებით. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო საკონსტიტუციოს მოსამართლე კიკილაშვილს შვილის წარმატება! ან კიდევ სხვისი  ბარათის გამოყენებით, რითაც ერთ-ერთი ვეტოს დაძლევაც შეძელით“, - თქვა პრეზიდენტმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილს სასამართლო კლანის წევრად მოიხსენიებენ.

ხვიჩა კიკილაშვილმა, როცა ის ხელვაჩაურის სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა, განიხილა „სასამართლო კლანის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი მიქაუტაძის საქმის ეპიზოდი. არასრულწლოვანი ბავშვის მშობლები აცხადებდნენ, რომ გიორგი მიქაუტაძემ, 2016 წელს, როცა ის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო, გონიოს პლაჟზე მათ შვილს სცემა. თავდაპირველად გამოძიება ბავშვის ცემის ფაქტზე დაიწყო, თუმცა მალევე მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარად დაკვალიფიცირდა. ხვიჩა კიკილაშვილმა ბავშვის მშობლები დააპატიმრა. საბოლოოდ, სასამართლომ ბრალდებული მშობლები ხულიგნობის მუხლით გაასამართლა და 4 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.