„არაფერი ახალი არც რუსეთის პოზიციაში არ არის, რომ მას სურს რკინიგზა და არაფერი ახალი არც საქართველოს პოზიციაში არ არის, რომ ეს საკითხი არ განიხილება. ყველაფერი დანარჩენი არის კონსპირაცია“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რითაც ის აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
პაპუაშვილი ამ საკითხზე რუსეთის ხელისუფლებასთან რაიმე კომუნიკაციას უარყოფს და ამბობს, რომ რკინიგზის აღდგენაზე საუბარი არ ყოფილა არც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.
„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი პოლიტიკით და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ თემაზე დასმული შეკითხვები თავის თავში გულისხმობს, თითქოს, გარკვეული მოლაპარაკება, შემოთავაზება, უარი თუ თანხმობა არსებობს.
„კონტაქტი და კომუნიკაციაც კი არ არის ამ საკითხზე... ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხებისთვის არსებობს ერთადერთი ფორმატი - ჟენევის მოლაპარაკებები, სადაც რუსეთია წარმოდგენილი მხარედ და არა ოკუპირებული ტერიტორიები. არც არაფერი შემოუთავაზებიათ, საერთოდ, ამაზე საუბარიც არ არის. მარტივი პოზიციაა - სანამ ოკუპირებულია ეს ტერიტორიები, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი ზედმეტია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მარია ზახაროვამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 28 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მის მიერვე ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის გეგმის განხორციელებაზე „ყოველდღიურ რეჟიმში“ მუშაობს. „ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ დაგეგმილი მასშტაბური „საგზაო რუკის“ განსახორციელებლად“, - განაცხადა ზახაროვამ.
მაისში, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, სერგეი კატირინმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ეს „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს განტვირთავს და შეამცირებს მიწოდებული საქონლის ღირებულებას მისი მოცულობის გაზრდის ხარჯზე.
რუსეთის, საქართველოსა და სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზა აფხაზეთის ომის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს.
