„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიის ზონაში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ეფექტურად მიმდინარეობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„მე კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო ის ინფორმაცია, რომელიც მაქვს. პროცესები წარიმართა ეფექტიანად.
რაიმე სხვა სცენარი რომ წარმოიდგინოთ, სხვაგვარი, ასე ვთქვათ, მუშაობის პირობებში, ვერცერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა. ეს არის ის, რაზეც, ალბათ, პასუხისმგებლობა შეგვიძლია ავიღოთ.
თუმცა, ბუნებრივია, ყველა დაელოდება ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით“, - უთხრა ჟურნალისტებს კობახიძემ.
კითხვაზე, დაინტერესდა თუ არა, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, 3 აგვისტოს ღამეს, სამაშველო სამუშაოების შეჩერებაზე, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სამუშაოები არ შეჩერებულა და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
„თუ საუბარია ვერტმფრენებზე, ამასთან დაკავშირებით იყო კითხვა და ამ კითხვას გაეცა პასუხი. რაც შეეხება სამუშაოების შეჩერებას, სამუშაოები არ შეჩერებულა. მთელი ღამის განმავლობაში დრონები, მათ შორის, ღამის ხილვის აპარატურით, ათვალიერებდნენ ტერიტორიას და ბუნებრივია, ამის საფუძველზე გრძელდებოდა სამაშველო სამუშაოები. ერთადერთი თემა იყო ვერტმფრენები და როდესაც საუბარია ღამის ხილვის აპარატურაზე, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, მე ეს ინფორმაცია მაქვს - ღამის ხილვის აპარატურა არ აუმჯობესებს უსაფრთხოების სტანდარტს. შესაბამისად, ასეთი აპარატურის პირობებშიც კი, პილოტებს ფრენის დროს აქვთ ისეთივე საფრთხე, როგორც სხვა შემთხვევაში. ღამის ხილვის აპარატურა უბრალოდ აადვილებს ობიექტების იდენტიფიცირებას, თუმცა, ასეთი ობიექტების იდენტიფიცრება, მათ შორის, ადამიანების, ცხედრების და ა.შ., შესაძლებელი იყო ისეთივე ეფექტურობით დრონების მეშვეობითაც. აქედან გამომდინარე, სამუშაობი არ შეჩერებულა სამუშაოები გრძელდებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმ საშუალებებით, რაც ხელმისაწვდომი იყო სამაშველო სამსახურისთვის“, - თქვა კობახიძემ.
შოვის საკითხზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პროკურატურაა ის კომპეტენტური ორგანო, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის ყველა დეტალს.
„ჯერ ინფორმაციაც კი არ არის გამოქვეყნებული იმასთან დაკავშირებით, რა ვითარება იყო ადგილზე, როგორი იყო, მაგალითად, ნაპოვნი ადამიანების მდგომარეობა და ა.შ. ყველაფერთან დაკავშირებით, ბუნებრივია, პირველ რიგში, პროკურატურამ უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია გამოძიების ფარგლებში. ნებიმიერ ქვეყანაში სტანდარტულად ეს ასე ხდება - ჯერ წარიმართება სტანდარტული გამოძიება შესაბამისი უწყების მიერ, საქართველოს შემთვევაში ეს არის პროკურატურა და თუ კიდევ რჩება კითხვები, ამის შემდეგ შეიძლება შეიქმნას საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც „ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.
3 აგვისტოს, რაჭაში, ბუბას მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა კურორტი შოვი თითქმის მთლიანად გაანადგურა. სამაშველო ოპერაცია 3 საათის დაგვიანებით დაიწყო, დაღამებისთანავე კი მფრინავებმა ოპერაციაში მონაწილეობა შეწყვიტეს იმ მიზეზით, რომ ვერტმფრენს ღამით უსაფრთხოდ ფრენა არ შეეძლო. 3-4 აგვისტოს სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. ამ დროისთვის ნაპოვნია 26 ცხედარი და 3 ადამიანის სხეულის ფრაგმენტები, ჯერ კიდევ ეძებენ 7 დაკარგულს.
შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ექვემდებარება, შოვში, ღვარცოფიდან მე-11 დღეს, 13 აგვისტოს ჩავიდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ "არ იყო საჭირო, [ღამით ფრენა] გაერისკათ პილოტებს".
შსს-მ სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) დაიწყო. ამასთან, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომხდარის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, რასაც დამოუკიდებელი ექსპერტები არ ეთანხმებიან.