მაშველებმა ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სადაც 7 თებერვლის ღამეს მეწყერი ჩამოწვა და 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა, ცხრავე ცხედარი იპოვეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
„რაც შეეხება პირველად მონაცემებს, როგორც ცნობილია, ღამით განვითარდა კლდეზვავური ტიპის მეწყერი, რომლის შედეგადაც, დაახლოებით, 150 000 კუბური მეტრის მასა ჩამოიშალა კლდიდან. დაანგრია და დააზიანა საცხოვრებელი სახლები. მეწყერი განვითარდა მყისიერად. პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ამ მოვლენის თავიდან აცილება“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ვასილ გედევანიშვილმა.
მისივე თქმით, კონკრეტულად რაიმე განცხადება, შეტყობინება ოჯახებიდან არ ყოფილა შესული, არსებობდა მხოლოდ ერთადერთი განცხადება, რომელიც ქვათაცვენას უკავშირდებოდა, ამასთან დაკავშირებით გაკეთდა დასკვნა, გაიცა რეკომენდაცია, რომელიც არის მიმდებარე და არ უკავშირდება ამ ფერდს.
სააგენტოს პირველადი დასკვნით, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან.
მეწყერმა სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ჩაკეტა მდინარე ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზა. დაიღუპა 9 ადამიანი.
6 თებერვალს, დიდთოვლობის შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტში ჩამოწვა ზვავი, ქედის მუნიციპალიტეტში კი მეწყრული პროცესები განვითარდა. დაღუპულია ორი ადამიანი. იმავე დღეს მეწყერი ჩამოწვა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში და შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა.
ბაღდათის და ქედის სოფლებში, სადაც მეწყერმა ადამიანები მოკლა, საფრთხე პროგნოზირებული იყო.
ბაღდათის სოფელი ნერგეეთი გარემოს ეროვნულ სააგენტოს სტიქიური გეოლოგიური პროცესებით განსაკუთრებით დაძაბული უბნების სიაში აქვს შეტანილი კერ კიდევ 2022 წელს. ამავე დოკუმენტის თანახმად, ქედის სოფელი წონიარისიც მაღალი საშიშროების რისკის ზონაშია მოქცეული.
