ისრაელის თავდაცვის ძალები ჯარისკაცებს, მათ შორის რეზერვისტებს, საქართველოსა და აზერბაიჯანში მოგზაურობას უკრძალავს, ხოლო მათ, ვინც ამ ქვეყნებში არასამსახურებრივად იმყოფებიან, დაუყოვნებლივ სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. მედიის ინფორმაციით, ცაჰალმა შესაბამისი დირექტივა 11 აგვისტოს გამოსცა. საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს ჯერ არ გამოხმაურებია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
როგორც The Times of Israel წერს, დირექტივა გამოიცა შეშფოთების ფონზე, რომ ირანი შესაძლოა ეცადოს ამ ქვეყნებში მისწვდეს სამიზნეებს თეირანში პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ.
გამოცემის ინფორმაციით, ცაჰალში ამ საკითხზე მხოლოდ ის თქვეს, რომ ისრაელი მუდმივად ახორციელებს საფრთხის შეფასებას და შესაბამისად აახლებს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც სამხედრო მოსამსახურეებისთვის შესვლა ნებადართულია.
31 ივლისის ღამეს, ირანის დედაქალაქ თეირანში ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე მოკლეს. მედიის ინფორმაციით, ის სახლში ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ისრაელის ხელისუფლებას მომხდარზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია, თუმცა ირანი საპასუხო ქმედებებით იმუქრება. მედიის ცნობით, პარასკევს, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა განაცხადა, რომ განიხილავს ისრაელის გარეთ სამიზნეებისთვის დარტყმის შესაძლებლობასაც.
ისმაილ ჰანიე თეირანში ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციისთვის იყო ჩასული. აღნიშნულ ღონისძიებას, რომელიც 30 ივლისს გაიმართა, ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რომელიც ჰანიეს სიახლოვეს იჯდა.
