ვითხოვთ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯას და დოთიაშვილის გადმოცემას - ანთაძე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„უმთავრესი მოთხოვნები, რაც შეხვედრაზე გავაჟღერეთ, არის უკანონოდ დაკავებულის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების დასჯა. საოკუპაციო რეჟიმისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ლევან დოთიაშვილი არ არის დაჭრილი და მას არ აქვს ფიზიკური დაზიანება“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ, ერგნეთში, გვიან საღამოს გამართული შეხვედრის შემდეგ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი მკვიდრი თამაზ გინტური იარაღიდან გასროლით მოკლეს, მასთან ერთად მყოფი, ამავე სოფლის მცხოვრები ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

„ამ ფაქტს, როგორც ჩვენთვის ცნობილია თვითმხილველი არ შესწრებია. საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოქალაქეებს. ეს არის მკვლელობა, რა მნიშვნელობა აქვს რომელ ტერიტორიაზე მოხდა. ოკუპირებული ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია და არ აქვს მნიშვნელობა იქ მყოფი რუსეთის სოაკუპაციო ძალები რომელ ტერიტორიაზე ჩაიდენენ მკვლელობას. „ოქროს მოწმე“ არსებობს და ის დღეს იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში. მე შემიძლია საუბარი მხოლოდ დაზუსტებული ფაქტებით. მიმდინარეობს მუშაობა“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

კითხვაზე - პატრულირებდნენ თუ არა ქართული საპოლიციო ძალები მკვლელობის დროს კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე და სად იყვნენ სამართალდამცავები, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები ისროდნენ, სუს-ის წარმომადგენელმა თქვა:

„საპოლიციო ძალები ახორციელებენ პატრულირებას, მაგრამ როგორც საოკუპაციო რეჟიმმა განგვიცხადა, ეს მოხდა ეკლესიასთან. ეს ის ტერიტორიაა, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალები პერმანენტულად ხელს უშლიან ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას ტაძართან მისვლასა და მოლოცვაში. ეკლესია, სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. მათ თქვეს, რომ ეს მოხდა ეკლესიის მიმდებარედ, თუმცა ზუსტი ადგილის განსაზღვრა ვერ მოახერხეს. შესაბამისად, ხვალაც და მომდევნო დღეებშიც ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება, რათა დავადგინოთ ყველა დეტალი“.

ჟურნალისტებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ჰკითხეს, მართალია თუ არა, რომ რუსმა სამხედროებმა სროლის შემდეგ ქართველ სამართალდამცავებს დაჭრილის დახმარების უფლება არ მისცეს, ვიდრე იქ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა არ მივიდა.  

„ცხელი ხაზი გააქტიურდა საოკუპაციო ძალების მიერ და ამის მეშვეობით განგვიცხადეს, რომ ადგილზე მისულიყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ბრიგადა ადგილზე გამოცხადდა, მაგრამ მოკლული იყო. ინფორმაციის მიღება, სასწრაფოს მისვლა, ეს მოხდა დაახლოებით 30-40 წუთის მანძილზე. პოლიცია ადგილზე მივიდა და შემდეგ უკვე გადავიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რათა აღმოეჩინა დახმარება“, - აღნიშნა ანთაძემ.

მისივე თქმით, ეს არ არის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის პირველი შემთხვევა - „ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამ მკვლელობასთან დაკავშირებთ არის შეურიგებელი. რაც მოხდა, ამას არანაირი ადამიანური გამართლება არ აქვს. გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ახლა ველოდებით პასუხს, რომ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე დავაბრუნოთ საკუთარ ოჯახში“.

რაც შეეხება იმას, იდენტიფიცირებულია თუ არა ის პირი, ვინც თამაზ გინტური მოკლა, სუს-ის წარმომადგენლის თქმით, ეს კითხვა შეხვედრაზე დაისვა, მაგრამ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მონაცემები არ გაამჟღავნეს. „მათ უბრალოდ განაცხადეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ მოვითხოვეთ დასჯა და მათი გადმოცემა, მაგრამ რუსეთის საოკუპაციო ძალების პასუხი ამაზე ნათელია. ერთადერთი, რა უკუკავშირიც იყო იქიდან, ისინი აწარმოებენ ე.წ. გამოძიებას და დამნაშავეები დაისჯებიან“.

სოფელ კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების სამსახურმა:

„დაკავების მცდელობისას მათ მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საზღვრის დამრღვევებმა ნაჯახი გამოიყენეს. მოგვიანებით, მათ სცადეს ავტომობილით მესაზღვრეს შეჯახებოდნენ და შემდეგ საქართველოში გამგზავრებულიყვნენ. ამ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, მესაზღვრეებმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს და მას შემდეგ რაც სამართალდამრღვევები კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ, ცეცხლი გაუხსნეს მათი ავტომობილის საბურავებს. ე.წ. „საზღვრის“ ერთ-ერთი დამრღვევი მძიმედ დაიჭრა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ქართულ მხარეს გადაიყვანეს, მეორე კი დააკავეს“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.