10 000 მოქალაქე შეუერთდა პეტიციას სკოლებში ჯანსაღი კვების პროგრამის დანერგვის მოთხოვნით

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტო - UNICEF

10 000 ადამიანი შეუერთდა მშობელთა ასოციაციის ინიციატივას, დაუყოვნებლივ შეწყდეს სკოლის ბუფეტებში ჯანმრთელობისთვის მავნე საკვებით ვაჭრობა და სახელმწიფომ იზრუნოს სკოლებში ჯანსაღი კვების პროგრამის დანერგვაზე. პეტიცია უკვე გადასცეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სახალხო დამცველს და საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დღეისათვის გაკვეთილებს უმეტესად მშიერი ბავშვები ესწრებიან. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვებას. ბევრ ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა შვილს სახლიდან გაატანოს საკვები, რაც ბავშვებს შორის უთანასწორობას ზრდის. ბევრ სკოლაში არ არსებობს ბუფეტი. სადაც ბუფეტი ფუნქციონირებს, სკოლის სივრცე კერძო პირს აქვს ნაქირავები, ბუფეტის ნაცვლად, იქ მაღაზია აქვს გახსნილი და ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობს. ე.წ ბუფეტში იყიდება გაზიანი სასმელები, მდარე, საეჭვო ხარისხის ტკბილეული და ცომეული, რაც ეწინააღმდეგება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 410-ე ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს, რომლითაც განსაზღვრულია სასკოლო კვების აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალი (საღეჭი რეზინი, კანფეტები, ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.)“, - ნათქვამია პეტიციაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ ინიციატივით, მოსწავლეთა მშობლები უკვე შეხვდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს. მინისტრის თქმით, სასკოლო კვებასთან დაკავშირებით მუშავდება ბრძანების ახალი პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ჯანსაღ ბუფეტებს და შესაბამის ჰიგიენურ პირობებს. მინისტრმა პირობა დადო, რომ უახლოეს 2 თვეში ეს საკითხი გამოსწორდება. იმ სკოლებში, სადაც ბუფეტი არ არის, მათ შორის, სოფლად მდებარე სკოლებში, სამინისტრო ინფრასტრუქტურას შეისწავლის და სხვადასხვა შესაძლებლობას განიხილავს. რაც შეეხება სასკოლო კვების პროგრამის დანერგვას, მინისტრი მშობლებს დაჰპირდა, რომ მათ სამუშაო პროცესში ჩართავს. მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მიერ რამდენიმე მოდელი მუშავდება და ამ საკითხის გადაწყვეტას შესაძლოა 1 ან 2 წელი დასჭირდეს.

გაეროს ბავშვთა ფონდის 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში თითქმის ყოველი მეოთხე ბავშვი (24.4%) სიღარიბეში ცხოვრობს. გამოკითხულ მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლის დროს ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) განიცდის შიმშილის გრძნობას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს წიგნიერებაში მოსწავლეთა დაბალ შედეგებზე.

„საქართველოში სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროებისა და პერსპექტივების“ პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლისთვის ქვეყანაში სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის 189 690 ბავშვი ცხოვრობდა. კვების დეფიციტი ყველა ფორმით ყველაზე დიდ ტვირთად აწვება იმ ბავშვებსა და მოზარდებს, ვინც უღარიბეს და მარგინალიზებულ თემებში ცხოვრობენ.

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის თანახმად, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მოზარდებში ისეთი მიკროელემენტების ნაკლებობა, როგორიცაა რკინა და იოდი, რაც მათ ზრდის, განვითარებისა და ანემიის პრობლემებს უქმნის.

სასკოლო კვების პროგრამების საერთაშორისო გამოცდილებით, სკოლაში კვების მოდელი გულისხმობს, ყოველდღიურად სკოლაში მოსწავლეებისთვის მზა საკვების მიწოდებას ფიქსირებულ დროს (უმეტესად საუზმე ან/და სადილი). ეს მოდელი საჭიროებს სკოლებში საკვების მოსამზადებლად შესაბამისი სამზარეულოს აღჭურვილობას ან მზა საკვების ორგანიზებულ მიწოდებას.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს მასშტაბით პირველად დანერგა პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, 30 საჯარო სკოლის 300-მდე პირველკლასელს კვება ყოველდღიურად 4 ლარით უფინანსდება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.