„ევროპა არის მშვიდობა. ეს არის ნამდვილი მშვიდობიანი მომავალი, რაც არ უნდა ლაპარაკობდნენ რაღაც ფრონტებზე, რაც სრულიად გაუგებარია. ჩვენი მშვიდობიანი და თავისუფალი მომავალი მათთან ერთადაა, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებითა და რაც მთავარია, ჩვენი განვითარებით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 მაისს, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
პრეზიდენტის თქმით, საქართველომ ხელიდან არ უნდა გაუშვას ევროპული მომავლის შანსი.
„ყველანაირად უნდა ვაიძულოთ ყველა, რომ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ. ჩემი იმედია, რომ ჩვენ ევროპა აქ შემოვიყვანოთ, აქ მივიღოთ ყველაფერი ის, რისთვისაც მივდივართ ევროპაში. აქ იყოს ცხოვრებისა და სამუშაოს ის სტანდარტი და კეთილდღეობა, რასაც ვეძებთ სხვაგან.
ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს ევროპასთან, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არანაკლებია და აქ შემოვიყვანოთ ევროპელები. აქ გვაქვს იმ შავი ზღვის გამოსახულება (რუკა), რომლის ნაწილი ვართ და რომელიც დღეს და ხვალ ევროპისა და საქართველოს გამაერთიანებელი იქნება, სწორედ ის შავი ზღვა, რომელიც მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში გვაშორებდა, როგორც კედელი, დღეს უკვე ხიდია, ხიდი, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი რამ მოუტანოს არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპასაც. ძალიან კარგად ესმით ჩვენი სტრატეგიული ადგილი, ჩვენი სამომავლო როლი. თუ ჩვენ შევძლებთ ვიყოთ იქ, სადაც საჭიროა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვით ევროპისთვის“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი ნაციზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავისაც გამოეხმაურა და თქვა, რომ სანამ ბოლო ტოტალიტარიზმი არ დამარცხდება, სანამ ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ იქნება გათავისუფლებული, საბოლოო გამარჯვება არ იქნება: „გამარჯვების ამ გზაზე, ჩვენ ვართ გზა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, ჩვენი აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის, ჩვენ ვართ გზა ევროპისკენ, ჩვენ ვართ გზა მშვიდობისკენ, ჩვენ ვართ გზა თავისუფლებისკენ“.
ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც მიმართა. როგორც მან თქვა, ქართველებმა გააკეთეს მკაფიო არჩევანი ევროპული ღირებულებებისათვის, თავისუფლებისთვის და ამიტომ მათი მომავალი საერთო ევროპულ ოჯახშია.
2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭათ, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიამ საქართველოს შესასრულებლად 12 რეკომენდაცია განუსაზღვრა, რომელთა შორის არის დეოლიგარქიზაცია, პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარება, სასამართლო რეფორმის გატარება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება და მედიაგარემოს გაუმჯობესება. ევროკომისია საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკუთარ შეფასებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოამზადებს და რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, რომელიც სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა. არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლო ანგარიშის მიხედვით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ამ დროისთვის, სრულად მხოლოდ ერთია შესრულებულ