არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს ოპოზიციონერი დეპუტატებიც მიმართავენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს ოპოზიციონერი დეპუტატებიც წარადგენენ. ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ხელი მოვაწერე საკონსტიტუციო სარჩელს. ჩვენ, დეპუტატებსაც შეგვაქვს საკონსტიტუციოში სარჩელი ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ფორმალურად მაინც ყველა სამართლებრივი პროცედურა გვინდა გავიაროთ, რათა მერე, დიდი გაყალბებისა და ამ არჩევნების გადაწერის გამოძიება რომ მოხდება, როცა ხელისუფლებას შევცვლით, სრული სურათი გვქონდეს, მათ შორის, სამართლებრივი პროცედურებით“, - განაცხადა ვაშაძემ.

დღეს, 19 ნოემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. პრეზიდენტი არჩევნების ფარულობისა და საყოველთაობის კონსტიტუციური პრინციპების დარღვევის გამო, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

როგორც სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, საყოველთაობის დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ ქვეყნის გარეთ მყოფ მოქალაქეებს „კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა არა მხოლოდ შეეზღუდათ, არამედ აეკრძალათ კიდეც“.

„ათასობით მოქალაქე ვერ იღებდა მონაწილეობას არჩევნებში. ეს არღვევს კონსტიტუციურ უფლებას არჩევნების საყოველთაობის შესახებ. მეორე უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც არის კონსტიტუციაში, ეს არის არჩევნებში ხმის ფარულობის დაცვა. ამ საკითხთან დაკავშირებითაც არის არაერთი დადასტურებული მტკიცებულება, რომ ხმის ფარულობა დაირღვა, რაც კონსტიტუციური სტანდარტის დარღვევაა. ვიდავებთ იმ ნორმების კონსტიტუციურობაზე, რომელიც პარლამენტის წევრებს აიძულებს, უფლებამოსილების ცნობის პროცედურა გაიარონ და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა არ ხდება იმავე ეტაპზე, რა ეტაპზეც გაცხადებულია ნება, რომ ისინი არ იქნებიან პარლამენტში, რომლის შედეგები გაყალბდა“, - განაცხადა ბესელიამ.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის მიხედვით, არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს (30 დეპუტატს) და სახალხო დამცველს.

ჯერ უცნობია, როდის გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა და მიიღებს თუ არა სასამართლო საქმეს წარმოებაში. როგორც კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოში დავა იქნება, ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება ვერ იქნება ცნობილი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.