ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარების შეჩერება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს არ შეეხება. ინსტიტუტის დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, ამ საკითხზე დამატებითი განმარტება მიიღეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„მივიღეთ დამატებითი განმარტება, რომ 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, რომელიც განკუთვნილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან საქართველოს მთავრობისათვის დაპაუზებულია.
ეს არ შეეხება ჩვენს ინსტიტუტს, რადგან აშშ-ში ძალიან კარგად ესმით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოებას, ამიტომ ისინი ეჭვქვეშ არ აყენებენ, როგორც საქართველოს, ასევე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუციის შეუფერხებელ მუშაობას.
ამიტომ მიყვარს ეს ქვეყანა. 25 წელი ერთად ვაშენეთ არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის სეისმური ინფრასტრუქტურა და ზუსტად ვიცი, რომ ისინი საქართველოს არასდროს გასაჭირში არ მიატოვებენ“, - წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში.
ორი დღის წინ მეცნიერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის დახმარება ინსტიტუტსაც შეუჩერდა, რადგან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო სსიპ-ია. Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თეა გოდოლაძე აღნიშნავდა, რომ 25 წლის განმავლობაში, ამერიკული დახმარებით არაერთი პროექტი განახორციელეს, მათ შორის, აშშ აფინანსებდა სეისმური საფრთხის რუკების განახლებას, მონიტორინგის სისტემების მოვლისა და შენახვისთვის საჭირო სამუშაოების უდიდეს ნაწილს.
„ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების გამო, აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. 31 ივლისს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-მა შეაჩერა 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოჰქონდა საქართველოს მთავრობისთვის. აღნიშნული თანხა ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პროექტების დაფინანსებასაც მოიცავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ამ თანხის შინაარსს“ ვერ მიაგნეს.
