პარლამენტში ე.წ. „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის განხილვის პარალელურად, მთავრობის ადმინისტრაციაში აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ხვდებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
ამასთან დაკავშირებით „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა კომიტეტის სხდომაზე დასვა შეკითხვა, თუმცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან პასუხი ვერ მიიღო.
„რატომ არის ელჩების დემარში კობახიძესთან და რატომ აფრთხილებენ, ამ კანონს თუ მიიღებთ, ამით დასრულდება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შანსი“, - განაცხადა სამადაშვილმა.
გუშინ, 14 აპრილს, ირაკლი კობახიძემ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ხელიუფლებას რუსული კანონის ხელახლა ინიცირების გამო აკრიტიკებენ, დებატებში გამოიწვია. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, უცხოელი დიპლომატები „ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფუნქცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით პროცესში“ და „ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა“.
გასულ კვირაში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შემზღუდველი კანონი, რომლის მიღებაც „ქართული ოცნებას“ გამჭვირვალობის საბაბით სურს, არ არის კარგი, ის არც ევროპულია და არც ამერიკული. დიპლომატმა თქვა, რომ სიტყვის თავისუფლება განსაკუთრებით აუცილებელია საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნისთვის.
აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განმარტა, რომ მმართველი პარტიის კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი. აშშ შეშფოთებულია, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს და უარყოფით გავლენას იქონიებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებების შესაძლებლობაზე, „დაეხმარონ ქართველ ხალხს ყოველდღიურად“.
რუსული კანონი დიდი ბრიტანეთის საელჩომაც გააკრიტიკა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ კანონი საბოლოოდ მიღებული იქნება, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.
