ირაკლი კობახიძე ელჩებს რუსულ კანონზე დებატებში იწვევს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, რომლებიც ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსულ კანონს აკრიტიკებენ, ირდაპირ ეთერში დებატებში იწვევს. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პრემიერ-მინისტრი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებს დიპლომატიის სტანდარტების დარღვევაში ადანაშაულებს და ამბობს:

„საქართველოში უკანასკნელ წლებში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, უცხოელი დიპლომატები კვლავაც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში. ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფუნქცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით პროცესში და წარმომადგენლობითი დემოკრატიის უმთავრეს ორგანოს - ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ჩანაცვლების ეს პრაქტიკა დიპლომატიის სტანდარტებს არ შეესაბამება, ოპოზიციის პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსების სიმწირის გათვალისწინებით, ჩვენ მას გარკვეულწილად გაგებით შეგვიძლია მოვეკიდოთ. თუმცა, გაგებით ვერ მოვეკიდებით ასევე ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ“.

ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ რუსული კანონის შესახებ უცხოელი დიპლომატების კრიტიკულ განცხადებები „ყოველგვარ არგუმენტებს და დასაბუთება“ არის მოკლებული.

უსაფუძვლო კრიტიკას, რომელსაც უცხოელი დიპლომატებისგან ხშირად ვისმენთ ხოლმე, საზოგადოება შესაბამის ქვეყნებზე განაზოგადებს, რაც სერიოზულ რისკებს შეიცავს. ქართულ საზოგადოებას უნდა შევუნარჩუნოთ ნდობა პარტნიორი ქვეყნების მიმართ, რაზე ზრუნვაც ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა.

ელჩები პერიოდულად ითხოვენ შეხვედრებს დახურულ რეჟიმში. შეხვედრებზე არასდროს გვითქვამს უარი და დახურული შეხვედრებისთვის სამომავლოდაც მზად ვართ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გაუმჭვირვალე პოლიტიკური დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია ამ კანონპროექტის შესახებ.

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

გასულ კვირაში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შემზღუდველი კანონი, რომლის მიღებაც „ქართული ოცნებას“ გამჭვირვალობის საბაბით სურს, არ არის კარგი, ის არც ევროპულია და არც ამერიკული. დიპლომატმა თქვა, რომ  სიტყვის თავისუფლება განსაკუთრებით აუცილებელია საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნისთვის.

აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განმარტა, რომ მმართველი პარტიის კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი. აშშ შეშფოთებულია, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს და უარყოფით გავლენას იქონიებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებების შესაძლებლობაზე, „დაეხმარონ ქართველ ხალხს ყოველდღიურად“.

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი ამბობს, რომ „გამჭვირვალობა არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტი“.

რუსული კანონი დიდი ბრიტანეთის საელჩომაც გააკრიტიკა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ კანონი საბოლოოდ მიღებული იქნება, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).