აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი, რომელიც 1-ელ ივლისს იწურებოდა, 1 ოქტომბრის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა გამოსცა. ეს იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე ოქტომბრამდე ქვეყნის სახმელეთო საზღვრები დაკეტილი იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 5 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 6 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად 5 მაისს გამოაცხადა. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა სახმელეთო საზღვრების გადაკვეთის აკრძალვის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი ხუთ სახელმწიფოსთან აქვს - საქართველოსთან, რუსეთთან, სომხეთთან, თურქეთთან და ირანთან. 2020 წლის მარტიდან ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ან მისი დატოვება მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტით არის შესაძლებელი.
სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვა ერთადერთი საკარანტინო ღონისძიებაა, რომელსაც აზერბაიჯანში უკვე სამი წელია ინარჩუნებენ. ხელისუფლება ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს და საკარანტინო რეჟიმის გაგრძელების შესახებ ყოველ ჯერზე ერთმანეთის მსგავს მოკლე განცხადებებს ავრცელებს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 2009 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერით, აზერბაიჯანის მოქალაქე 9900 ქართველი ცხოვრობს. არაოფიციალური მონაცემებით, მათი რაოდენობა 15 ათასს აღემატება. ქართველები, ძირითადად, კახის, ზაქათალისა და ბელექნის რაიონებში ცხოვრობენ. გაცილებით დიდია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელი მოქალაქეების რაოდენობა. 2014 წლის აღწერის მიხედვით, მათი რიცხვი 233 024 იყო, რაც მთელი მოსახლეობის 6.3%-ს შეადგენდა.
BBC აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ 2019 წელს, კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე, აზერბაიჯანში საქართველოდან 601 000 ადამიანი შევიდა, მათ შორის, თვითმფრინავით მხოლოდ 11 000-მა, ანუ 2%-ზე ნაკლებმა იმგზავრა. 2022 წელს, დახურული სახმელეთო საზღვრების პირობებში, საქართველოდან აზერბაიჯანში თვითმფრინავით 83 000 ადამიანი გაფრინდა. 2019 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში 1.35 მილიონი ადამიანი შემოვიდა - სახმელეთო საზღვარი 1,337 მილიონმა გადმოკვეთა, ხოლო საჰაერო - 16 000-მა. 2022 წელს საქართველოში აზერბაიჯანის 128 ათასმა მოქალაქე შემოვიდა და მათგან ყველამ თვითმფრინავით ისარგებლა.
