საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპაში არსებული კრიზისისა და რეცესიის ფონზე საქართველომ არა თუ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება შეინარჩუნა, არამედ „უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„უკრაინაში საშინელი, დამანგრეველი ომი მიმდინარეობს. რუსეთის აგრესია და ომი არ წყდება, არ ჩერდება. ამას ემატება ენერგოკრიზისი, ფასების კრიზისი, ინფლაცია. ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში 25 %-ს გადასცდა ინფლაცია. 22-23-25 % არის ინფლაცია, ეკონომიკურ რეცესიას ელის ყველა ევროპული სახელმწიფო.
მე მქონდა საუბარი გაეროს ფარგლებში ძალიან ბევრ ჩვენს ევროპელ კოლეგასთან. მათი მოლოდინი ძალიან პესიმისტურია. ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდება და ამას ემატება ის კრიზისები, რომელიც მე ჩამოვთვალე.
ახლა საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები. არ ვაჭარბებ, ეს არის მათი პირდაპირი საზრუნავი.
ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოების მთავრობების საზრუნავი იმიტომ, რომ რუსეთის გაზი შეწყდა, ევროპას აღარ მიეწოდება რუსული გაზი, ევროპაც ეტაპობრივად უარს ამბობს რუსულ გაზზე და რუსეთმაც თავად შეუწყვიტა ევროპას გაზი. ამ ეტაპისთვის ეს მოცემულობა გვაქვს. ამიტომ, გვაქვს ძალიან რთული ვითარება ევროპაში. რატომ მოვყევი ეს?! იმიტომ, რომ ამას კარგი გააზრება სჭირდება. ასეთი ვითარების, ასეთი რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ ის, რომ არა თუ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება შევინარჩუნეთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 60 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა ბიზნესმა, 20 000-ზე მეტი კი ხელისუფლებამ, სადაც სოციალურად დაუცველები დაასაქმეს.
22 ათასი სოციალურად დაუცველი დასაქმდა - 21 ათასი ვაკანსია მუნიციპალიტეტებში შეიქმნა
„რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მოფრთხილება სჭირდება, ქვეყნის შიგნით მაქსიმალური კონსოლიდაცია გვჭირდება, სიმშვიდე, ნაკლები ემოციები, სტაბილურობის შენარჩუნება და მაღალი ეკონომიკური ზრდა, განვითარება და კეთილდღეობა ჩვენს ხალხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა თქვა, რომ მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა ბიუჯეტში მეტი შემოსავალი გააჩინა, რამაც მთავრობას ბევრი კარგი და ახალი წამოწყების დაფინანსების საშუალება მისცა.
პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სუს-ის თანამშრომლების ხელფასი 20 %-ით გაიზრდება - პრემიერი
2023 წლიდან 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია მთაში 440 ლარი გახდება, სხვაგან 365
პრემიერ-მინისტრის თქმით, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში, შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც.
„რაც შეეხება განათლებას, რომელიც არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი - განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვა, საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები იზრდება. ასევე, მანდატურების და საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები გაიზრდება 10%-ით. ეს 10 %-იანი ზრდა შეეხება ყველა საჯარო მოხელეს. ჩვენ ასევე გავზრდით პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივ ანაზღაურებას. ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და მშენებლობას. ჩვენ გავაკეთეთ გეგმა. 800 სკოლა არის ძალიან მძიმე, სავალალო მდგომარეობაში, ამისთვის ძალიან დიდი თანხებია გამოყოფილი, დაახლოებით, მილიარდ ლარამდე 3 წლის განმავლობაში და ამ მიზნით 2023 წელს 300 მილიონი ლარი არის გათვალიწინებული ბიუჯეტში. 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება იანვრიდან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2023 წელს დაახლოებით 6 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - საგზაო ინფრასტრუქტურაზე მილიარდ 700 მილიონზე მეტი; ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მილიარდ 200 მილიონი მოხმარდება; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 2 მილიარდ 100 მილიონი ლარია გამოყოფილი, ხოლო წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე 520 მილიონი ლარი.
ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 2025 წლისთვის ყველა ქალაქს, მუნიციპალიტეტს 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა ჰქონდეს.
მთავრობის სხდომაზე ითქვა, რომ რეგიონების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 80 მლნ ლარი. მთავრობის დაპირების თანახმად, გაზიფიცირება დაახლოებით 2 წელში უნდა დასრულდეს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 900 მლნ ლარამდე დაიხარჯება სოფლის მეურნეობასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, აქედან 260 მლნ ლარი პროგრამას - „აწარმოე საქართველოში“ მოხმარდება.
2023 წლის მაისის ბოლოდან ივნისში, ივლისსა და აგვისტოში საქართველოს მთავრობა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას აპირებს - კონცერტები გაიმართება თბილისში, ბათუმსა და „ბლექ სი არენა“-ზე.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა 10 ახალი საკურორტო ქალაქის და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზეც მუშაობს.