გენპროკურორის თანამდებობაზე 11 კანდიდატი დარეგისტრირდა, მათ შორისაა გიორგი გაბიტაშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საპროკურორო საბჭოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატი წარედგინა. მათ შორის არის გიორგი გაბიტაშვილი, რომელიც 2013 წლიდან გენპროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საპროკურორო საბჭოს ინფორმაციით, გიორგი გაბიტაშვილი წარადგინეს აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, რომლებიც იმავდროულად პროკურორები არიან და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“. გარდა ამისა, მას მხარდაჭერა გამოუცხადა პროკურატურის 463-მა პროკურორმა და გამომძიებელმა.

დანარჩენი 10 კანდიდატის სია ასე გამოიყურება:

  1. პაატა შავაძე - ადვოკატი, საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა;
  2. ვიქტორ ახალბედაშვილი - ადვოკატი, წარადგინა აიპ „უფლებათა დაცვის ცენტრმა“;
  3. დავით ბარბაქაძე - ადვოკატი, წარადგინა ორგანიზაციამ „მეგობრობის ხიდი - ქართლოსი“;
  4. ალექსანდრე კობაიძე - ადვოკატი, საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა;
  5. ლაზარე ჯორბენაძე - ადვოკატი, წარადგინა პარტია „საქართველომ“;
  6. სალომე ჯანუაშვილი - ადვოკატი, წარადგინეს აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა;
  7. ანდრონიკ სარიბეკოვი - ადვოკატი, საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა;
  8. გრიგოლ გაგნიძე - ადვოკატი, წარადგინა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ - „სამართლის კავშირი“, „სიმართლის რწმენა“, „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“, „მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო“, „ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია“, „თანადგომა ხელმოკლე და მოწყვლადი ფენებისათვის“;
  9. დარეჯან ბუცხრიკიძე - ადვოკატი, საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა;
  10. ლალი ბუნტური - ადვოკატი, წარადგინა პარტია „საქართველომ“.

გენერალური პროკურორობის კანდიდატების წარდგენა გუშინ, 27 ივნისს, 00:00 საათზე დასრულდა.

საპროკურორო საბჭო არანაკლებ 3 კანდიდატს შეარჩევს და შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ირაკლი შოთაძე „გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“ გადადგა.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.