პარლამენტში დღესაც ვერ უყარეს კენჭი ოპოზიციის მიერ ინიცირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, მოსამართლეებისადმი სოლიდარობის ნიშნად, სხდომაზე რეგისტრაცია ისევ არ გაიარეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
რეგისტრაციის დაწყებამდე პარლამენტს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ მიმართა:
„ჩვენი პოზიცია უცვლელია. მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა დეპუტატის ვალდებულებაა, გაუფრთხილდეს სახელმწიფო სუვერენიტეტს, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. ჩვენ ვმოქმედებთ ამ პრინციპების შესაბამისად, პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე. დღესაც არ გავივლით რეგისტრაციას“.
სხდომაზე მხოლოდ 52 დეპუტატი დარეგისტრირდა, მაშინ, როდესაც კვორუმისთვის სულ მცირე 76-ია საჭირო. ოპოზიციონერმა ხათუნა სამნიძემ თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილების გამო, მთელი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პარალიზება ხდება.
„გული გისკდებათ, არ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომლისთვისაც რამდენიმე დღეა, საკმარისი ხმებია. თქვენ ხართ პირადად პასუხისმგებელი, რომ მთელი საპარლამენტო მუშაობა იბლოკება იმის გამო, რომ არ იცით, რა უქნათ საკუთარ შიშს და დავალებას, რომელიც თქვენი არაფორმალური მმართველისგან მიიღეთ. ჩვენი საკონსტიტუციო უფლებაა, შევქმნათ საგამოძებო კომისია, ამისთვის საკმარისი ხმები გვაქვს. ჩაატარეთ კენჭისყრა!“, - განაცხადა სამნიძემ.
ოპოზიციამ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტში დეკემბერში დაარეგისტრირა, თუმცა კენჭისყრაზე პირველად 18 აპრილს გავიდა. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 5 აპრილს აშშ-მა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ ქართველ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას სულ მცირე 50 დეპუტატის ხმა სჭირდება. იმ შემთხვევაში თუ 18, 19 და 20 აპრილს პარლამენტში კვორუმი შედგებოდა, ოპოზიციას საჭირო ხმების რაოდენობა გააჩნდა.
ამ თემაზე:
მოსამართლეებისადმი სოლიდარობა არაა მათი დაცვა, ვინც კორუფციაშია ჩართული - დეგნანი
უცხოელ აგენტებს საგამოძიებო კომისიას ვერ შევაქმნევინებთ - კობახიძე