რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობაზე სატვირთო ავტომანქანების მძღოლები მეორე დღეა გაფიცულები არიან. 15 მძღოლი დღეს კომპანიის ოფისთან შეიკრიბა შრომის პირობების გაუმჯობესებისა და დღიური ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
გაფიცული მძღოლები აცხადებენ, რომ ძალიან რთულ რელიეფზე დღეში 9 საათი მუშაობენ და გადააქვთ ტვირთი, რომლის წონა დასაშვებ ნორმებს აღემატება.
„33 ლარი გვაქვს დღიური ანაზღაურება და 9 საათი ვმუშაობთ - ამას ვაპროტესტებთ. გვინდა, რომ 8 საათი ვიმუშაოთ და 50 ლარი გვქონდეს ხელფასი. 12-ტონიანი მანქანით 50-60 ტონა ტვირთი დაგვაქვს, ვმუშაობთ წვიმასა და თოვლშიც. უსაფრთხოება არ არის დაცული“;
„არის მეწყრული ზონები. როგორც კი დაგვიძახებენ, უპრობლემოდ მოვდივართ, გზა რომ არ დაიკეტოს და მოძრაობა არ გაჩერდეს. ჩვენი მხრიდან პრობლემა არ არის, თვითონ კომპანია ქმნის პრობლემას, გვიხდის იმაზე ნაკლებს, ვიდრე ვიხარჯებით. დღეს 33 ლარად 60-ტონიან მანქანაზე ალბათ არავინ მუშაობს“;
„მხოლოდ დღე არ ვმუშაობთ. მე პირადად ღამის ცვლაში ვარ, რაც, რა თქმა უნდა რთულია. რა ხელფასიც დღის ცვლას აქვს, ის გვაქვს ჩვენც - 33 ლარი, რომელსაც ზოგჯერ არც გვინაზღაურებენ“, - ამბობენ გაფიცულები.
მძღოლები სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებისგან მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ მუშაობას არ განაახლებენ.
ხევი-ჩუმათელეთის მონაკვეთს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი „ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო-საინჟინრო კორპორაცია“ აშენებს. პროექტი, რომლის ღირებულება თავდაპირველად 330 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, ითვალისწინებს ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის, 22 ახალი ხიდისა და 3 გვირაბის მშენებლობას.
„აუცილებლად განვიხილავთ დასაქმებულების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინებთ, რათა მივიდეთ ორივე მხარისთვის მისაღებ შეთანხმებამდე“, - აცხადებს მშენებელი კომპანია და გაფიცულებს მოუწოდებს, ნებისმიერი მოთხოვნა თუ პრეტენზია მენეჯმენტთან წარადგინონ, „ნაცვლად მედიასაშუალებებთან დაუსაბუთებელი და კომპანიის მადისკრედიტირებელი განცხადებებისა“.
30 მარტს, გზის სიახლოვეს მეწყერული პროცესების განვითარების საშიშროების გამო რიკოთი ჩაიკეტა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით მხოლოდ 8 აპრილს აღდგა. 11 აპრილს 147-ე კილომეტრზე ქვათაცვენა იყო, რასთან დაკავშირებითაც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოძრაობა კვლავ აკრძალა.