სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 3 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ნაღმმტყორცნებითა და მსხვილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღებიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სომხური სამხედრო პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების საპასუხო მოქმედებების შემდეგ მოწინააღმდეგის მხრიდან ცეცხლი შეჩერდა. სომხურ მხარეს დანაკარგი არ აქვს“, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ცეცხლის გახსნაში სომხურ მხარეს ადანაშაულებს.
„სომხეთის შეიარაღებული ძალების შენაერთებმა 3 ოქტომბერს საღამოს და 4 ოქტომბერს ღამით, ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარისა და თოვუზის მიმართულებით. აღნიშნულ მიმართულებებზე დისლოცირებულმა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს. სიტუაციის მიზანმიმართულ ესკალაციაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“, - განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარება აგვისტოში დაიძაბა. 26 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანული არმია ქალაქ ლაჩინში განლაგდა, ასევე, კონტროლი დაამყარა სოფლებზე - ზაბუხსა და სუსზე. აღნიშნული ტერიტორიები 1992 წლის შემდეგ მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ კონტროლდებოდა. 31 აგვისტოს, ფაშინიანი და ალიევი ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, საზღვრის დელიმიტაცია და ვითარების სტაბილურობის უზრუნველყოფის გზებიც განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ იგივე ფორმატში ერთმანეთს ნოემბერშიც შეხვდებიან.
13 სექტემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა. სომხური მხარის მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დაიღუპა და დაიკარგა 207 ადამიანი, აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიის 10 კვადრატული კოლომეტრის დაკავება შეძლო. ათობით მსხვერპლი იყო აზერბაიჯანის მხარესაც.
14 სექტემბერს, ფაშინიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ერევანში ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მოჰყვა. მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ის არასდროს მოაწერს ხელს ისეთ დოკუმენტს, რომელიც რამენაირად ეჭვქვეშ დააყენებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას.
საუბარია აზერბაიჯანის მოთხოვნაზე, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან ე.წ. ეკონომიკური დერეფანი ჰქონდეს სომხეთის გავლით ისე, რომ სომხურმა მხარემ ტრანსპორტი, ტვირთები არ შეამოწმოს.