აზერბაიჯანის მილი მეჯლისში (პარლამენტში) პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. კონსტიტუციასა და ყურანზე ფიცის დადების შემდეგ, ალიევი სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებსაც შეეხო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ომის შემდგომ პერიოდში ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია ყველა საკითხზე. შუამავლებთან და სომხურ მხარესთან არაერთ შეხვედრაზე გაცხადებული იყო, რომ ყველა აღებული ვალდებულება უნდა შესრულდეს. კაპიტულაციის აქტში ყველაფერი ნათლად არის მითითებული. ზოგიერთი ვალდებულება შესრულდა - იძულებით, შიშის გამო. თუმცა, დროთა განმავლობაში, მოწმენი გავხდით ჩვენს მიმართ მორიგი ტერიტორიული პრეტენზიებისა.
ჩვენ სამართლიანად მოვითხოვეთ ყველა პირობისა და ვალდებულების შესრულება. ამ ვალდებულებებს თავად სომხეთმა მოაწერა ხელი. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, იყო ვალდებულებები აზერბაიჯანის ტერიტორიიდან უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების გაყვანის, აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის საგზაო კავშირის შესახებ. ეს საკითხი სამი წლის განმავლობაში არ მოგვარებულა.
სომხეთს თითქოს დაავიწყდა ყარაბაღის მეორე ომის შედეგები. იქნებ ვინმემ წააქეზა, რომ ეს ვალდებულებები სულაც არ შეასრულონ“, - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, რამდენი მფარველიც არ უნდა ჰყავდეს სომხეთს, აზერბაიჯანს ვერავინ შეაჩერებს:
„ჩვენ სომხეთის ტერიტორიების მიმართ პრეტენზიები არ გაგვაჩნია, თუმცა მათაც უარი უნდა თქვან თავიანთ პრეტენზიებზე. ძვირად დაუჯდებათ უსაფუძვლო პრეტენზიებით ჩვენი შანტაჟი და ამის დანახვა ყველას შეუძლია. არმიის შექმნის პროცესი გაგრძელდება. დღესაც, ჩვენს სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე დიდი ხარჯი სამხედრო ხარჯებია“.
ალიევმა დაამატა, რომ ბიულეტენი, რომელიც 7 თებერვალს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, ყარაბაღში, ხანქენდიში [სტეფანაკერტი - სომხ.] საარჩევნო ურნაში ჩააგდო, მხოლოდ ბიულეტენი არ ყოფილა - „ეს იყო ბოლო ლურსმანი სომეხი სეპარატისტების კუბოზე“.
გუშინ, 13 თებერვალს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ნერქინ-ჰანდის რაიონში შეტაკების შედეგად 4 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა და კიდევ ერთი დაიჭრა. მხარეებმა ცეცხლის გახსნაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. ეს პირველი დიდი შეტაკება იყო გასული წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა. გუშინდელი ინციდენტის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს კონფლიქტის დასრულება არ აქვს განზრახული.
აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ორი ომი აწარმოეს - 1990-იან წლებში და 2020 წლის შემოდგომაზე. 2020 წლის ექვსკვირიანი ომი, რომელმაც ორივე მხარის 6500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რუსეთის შუამავლობით შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. მაშინ ბაქომ დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე.