სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სომხეთისთვის ყველაზე სწორი და სასურველი ვრიანტია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 3 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 4 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
- 5 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 6 საპროცესო შეთანხმების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს, კითხვაზე, მიიღებს თუ არა სომხეთი კანდიდატის სტატუსს, სიმონიანმა უპასუხა, რომ სომხეთი დიდი ხანია იზიარებს ევროპული ოჯახის დემოკრატიულ სისტემას და ასეთი აღქმა არსებობს როგორც საზღვარგარეთ, ასევე სომხეთში.
„ჩემთვის აშკარაა, რომ ჩვენთვის ეს არის ყველაზე სწორი და ყველაზე სასურველი ვარიანტი, რომელსაც უნდა მივყვეთ. პრობლემა მდგომარეობს პროცესში. უნდა გავიგოთ, როგორ განვახორციელებთ ამ პროცესს. პროცესი არ არის მხოლოდ განაცხადის შეტანა, ბევრი რამ უნდა მოვიყვანოთ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში. დიახ, ეს არის ის ღირებულებითი სისტემა, რომლისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ და მივდიოდეთ“, - განაცხადა სიმონიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, სომხეთი პირველად მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების ხელმძღვანელთა შეხვედრაში, რომელიც აპრილის შუა რიცხვებში ესპანეთში გაიმართება. „სომხეთი პირველად არის მიწვეული და თუ არ ვცდები, არც ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა არ მიუწვევიათ“, - აღნიშნა მან.
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ სომხეთისთვის კანიდატის სტატუსის მინიჭებას. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „თუკი სომხეთი განაგრძობს დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ მიმავალ მდგრადი რეფორმების გზას, ამას შეუძლია შექმნას საფუძველი ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობებში ტრანსფორმაციული ეტაპისთვის“.
თებერვალში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭება ობიექტურ გავლენას ახდენს მთელ რეგიონზე. მისი სიტყვებით, თუ ადრე შესაძლებელი იყო იმის თქმა, „სად ევროკავშირი და სად ჩვენი რეგიონი“, ახლა ევროკავშირი რეალურად ჩვენი რეგიონია.
სომხეთის ევროკავშირთან დაახლოება რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების გაუარესების ფონზე მიმდინარეობს.
