საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა 10 მარტს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა. რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს მეორე მოსმენაზე გაიტანს და ჩააგდებს. პლენარულ სხდომამდე 15 წუთით ადრე, 11:45 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პარლამენტის შენობასთან ათობით ათასი ადამიანი დღესაც შეიკრიბა. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გააჟღერა - პარლამენტმა დაუყოვნებლივ გამართოს პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს ოფიციალურად ჩააგდებს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაათავისუფლოს აქციების დარბევისას დაკავებული ყველა პირი.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ მმართველ პარტიას დღეს დაჟინებით მოუწოდა, ოფიციალურად უარყოს კანონპროექტი და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან.
პარლამენტის აპარატის მიერ, 9 მარტს, დილით გავრცელებული განცხადების თანახმად, მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები გაუქმებული იყო, რადგან 7-8 მარტს აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად ზიანი მიადგა პარლამენტის შენობასა და ინფრასტრუქტურას.
7-8 მარტს რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ პარლამენტთან მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა. ორივე აქცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმის მეშვეობით დაარბია. ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და სხვა საშუალებები მასობრივად გამოიყენა. სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. 8 მარტის ღამეს საპროტესტო აქციის მონაწილეთა უმოწყალოდ დარბევისა და დაშლის შემდეგ, დემონსტრანტები სპეცრაზმს დაუპირისპირდნენ და მათ მანქანებს ქვები დაუშინეს. პარლამენტის მიმდებარედ ქუჩებში დააზიანეს და დაწვეს პოლიციის ავტომანქანები, ჩაამსხვრიეს პარლამენტის შენობის შუშები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორ დღეში საპროტესტო აქციების 134 მონაწილე დააკავა.
9 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკან გაიწვევს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გაგზავნა ვენეციის კომისიაში თავისი წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. მისივე თქმით, კანონპროექტს პარლამენტის უახლოეს სხდომაზე ჩააგდებენ და ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას „უკან ვერავინ წაიღებს“. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, როგორც მდინარაძე ამბობს, ის უკვე გამოწვეულია.
საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი 7 მარტს, 78 დეპუტატის მხარდაჭერით, პირველი მოსმენით მიიღო.
