ბავშვების მესამედზე მეტი, 35%, სკოლაში ყოფნის პერიოდში არასდროს იკვებება, 14% იშვიათად, 24% კი ზოგჯერ. ბავშვთა კეთილდღეობის კვლევაში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა მოამზადა, ნათქვამია, რომ საქართველოში სასკოლო საათებში კვება მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
UNICEF აღნიშნავს, რომ დღის მანძილზე რეგულარულად კვება ჯანსაღი კვების მნიშვნელოვანი ნაწილია, განსაკუთრებით ბავშვებში. ევროპის ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით, საქართველოში სკოლაში ბავშვის კვების რამე სახის ორგანიზებული სისტემა არ არსებობს.
სასკოლო საათების განმავლობაში ყოველდღიურად ბავშვების მხოლოდ ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) იკვებება. საკვების არმიღება ბევრად უფრო ხშირია მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში (44.9%), ვიდრე ბავშვებში, ვისაც მატერიალური და სოციალური დანაკლისი (28.4%) არ აქვთ. ისინი საკვების არმიღების მიზეზად ყველაზე ხშირად ფინანსურ პრობლემას ასახელებენ.
UNICEF-ის კვლევის მიხედვით, მიზეზები, თუ რატომ არ იკვებებიან ბავშვები სასკოლო საათების განმავლობაში, განსხვავებულია ქალაქსა და სოფელში. კერძოდ, სოფლად უმთავრეს მიზეზად სკოლაში ან ახლომდებარე ტერიტორიაზე საკვების შეძენის შეუძლებლობას ასახელებენ.
„ეს მიზეზი დაფიქსირდა იმ შემთხვევების 47.9%-ში, როდესაც ბავშვები არ იღებენ საკვებს სასკოლო საათების განმავლობაში. ქალაქის ტიპის დასახლებებში, საკვების ობიექტები არარსებობა სკოლაში ან მის სიახლოვეს უფრო იშვიათია (28%), მაგრამ უფრო ხშირად გვხვდება შემდეგი მიზეზები: არ აქვთ ფული საკვების საყიდლად ან წასახემსებლის გასატანებლად (24.1%) და მშობლებს ეჭვი ეპარებათ ნაყიდი საკვების ხარისხში (14.2%).
უფრო თვალშისაცემი განსხვავება დაფიქსირდა მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე და არმქონე ბავშვებს შორის: სკოლაში საკვების საყიდლად ან გამზადებული საკვების სახლიდან წასაღებად არასაკმარისი თანხა შეადგენს 37.7%-ს იმ მიზეზებს შორის, თუ რატომ ვერ იკვებებიან მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვები სკოლის პერიოდში, ხოლო იმავე მიზეზით სასკოლო საათებში საკვების მიღებას ტოვებს მატერიალური და სოციალური დანაკლისის არმქონე ბავშვების 3.3%“.
ბავშვთა კეთილდღეობის კვლევაში მონაწილეებს ჰკითხეს, უნდა კვებავდეს თუ არა ბავშვს სკოლა. მშობლების/ოჯახის წევრების 83.2%-მა ამ კითხვაზე დადებითად უპასუხა. ამასთან, რესპონდენტების უმრავლესობას (74.2%) სურს, გადაიხადოს თანხა სასკოლო კვების პროგრამებში, თუკი ეს თანხა მათთვის ხელმისაწვდომი იქნება, 10.3%-მა განაცხადა, რომ ამ თანხის გადახდა არ შეუძლიათ, კიდევ 12.5% ფიქრობს, რომ სკოლა ბავშვს უფასოდ უნდა კვებავდეს. ქალაქში და სოფლად ეს პასუხები ძალიან მსგავსია.
გასულ კვირაში 150-ზე მეტმა მასწავლებელმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ისინი წერენ, რომ საკლასო ოთახებში ყოველდღე ხედავენ მშიერ მოსწავლეებს, რომელთა უდიდეს ნაწილს სკოლაში თუ სკოლის გარეთ ყველაზე იაფი საკვების შეძენაც კი არ შეუძლია, ხოლო ბევრი მათგანი ნისიად იკვებება. „სასწავლო დღის განმავლობაში საკვების ნაკლებობა იწვევს მოსწავლეებში კონცენტრაციის დაკარგვას, უხასიათობას, სტრესს და გაკვეთილის მიმდინარეობისას გულის წასვლასაც კი“, - აღნიშნავენ მასწავლებლები და სკოლაში უფასო კვების შემოღებას ითხოვენ.
წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია საქართველოში, რომელიც პირველკლასელებს საკვებით უზრუნველყოფს. ორი თვეა, მუნიციპალიტეტის 30 საჯარო სკოლის 300 პირველკლასელს კვება ყოველდღიურად 4 ლარით უფინანსდება. 2023 წლისთვის პრგრამის ბიუჯეტი 220 ათასი ლარია.