„ძალიან უცნაურად ჩანს იმ რეჟიმის, სისხლიანი რეჟიმის ჟესტის მისალმება, რომელიც იმას აკეთებს უკრაინაში, რაც სულ რაღაც 15 წლის წინ გააკეთა საქართველოში და ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს თქვენი მიწა“, - ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა რუსეთ-საქართველოს შორის 2019 წელს შეწყვეტილი პირედაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ შეკითხვას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 6 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
კელი დეგნანის თქმით, აშშ ვერ ისაუბრებს იმაზე, იმოქმედებს თუ არა ფრენების აღდგენა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, თუმცა ჩნდება შეკითხვები, რატომ გაუკეთა პუტინმა ეს საქართველოს.
„დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ მას ქართველი მოგზაურების კომფორტი აინტერესებს. ჩვენ ნანახი გვაქვს, რომ პუტინი ქვეყანაში რუსების ყოფნას იყენებს იმისთვის, რომ ჩაერიოს მის საქმეებში. ვფიქრობ, უკვე ბევრი ქართველია შეშფოთებული გასულ წელს ასობით ათასი რუსეთის მოქალაქის საქართველოში შემოსვლით და ახლა რუსეთის ტურიზმის სააგენტოსგან გვესმის, რომ ამ პირდაპირი ფრენების შედეგად, შესაძლოა კიდევ მილიონი შემოვიდეს. ასე რომ, ვფიქრობ,
ბატონ პუტინს რომ ჰქონოდა სურვილი, ეჩვენებინა, რომ საქართველოზე ზრუნავს, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან რუსულ ჯარებს გაიყვანდა; შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს და უკან წაიღებდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღარებას. ეს იქნებოდა ის სიგნალი, რომელსაც, ვფიქრობ, ქართველები დააფასებენ როგორც ნამდვილ, გულწრფელ ჟესტს.
გავიხსენოთ, რომ ეს ის ქვეყანაა, რომელიც 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში, რომელიც 1989 წელს ცდილობდა საქართველოს თავისუფლების ჩახშობას, 1979 წელს ქართული ენის გაჩუმებას და რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბილწავდა ქართულ ეკლესიებს მთელ ქვეყანაში. ეს არის ქვეყანა, რომელიც თავს ესხმის უკრაინას იგივენაირად, როგორც 15 წლის წინ საქრთველოს თავს დაესხა - მიზანში იღებს საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საავადმყოფოებს და ბავშვებს, იტაცებს ბავშვებს ოჯახებიდან“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.
კელი დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანი განსხვავება დღეს და 2019 წელს არსებულ მდგომარებას შორის არის ის, რომ რუსეთი უკრაინაშია შეჭრილი.
„კიდევ ერთხელ რომ გავიმეორო, რუსეთმა მოახდინა მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია თავისი გაუმართლებელი, სასტიკი ომით, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდებას და უკრაინული იდენტობის განადგურებას. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა მას შემდეგ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ საქართველო არ არის დამოკიდებული რუსულ ტურიზმსა და რუსულ ბიზნესზე ისე, როგორც ეს 2019 წელს იყო. აკრძალვის დაწესების შემდეგ ჩვენ ვნახეთ ვიზიტორების დიდი ტალღა ბევრი სხვა ქვეყნიდან. საქართველო ისევ არ უნდა დაეყრდნოს და არ უნდა გახდეს რუსეთზე დამოკიდებული. ეს რუსეთს აძლევს სახიფათო ბერკეტს თქვენს ეკონომიკაზე და ჩვენ ბევრ სხვა ქვეყანაში გვაქვს ნანახი, როგორ გამოიყენებს რუსეთი ამას თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ, როცა ეს მოუნდება“, - თქვა აშშ-ის ელჩმა.
2000 წლიდან საქართველოსთთან ცალმხრივად მოქმედი სავიზო რეჟიმი ვლადიმერ პუტინის განკარგულებით უქმდება. 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა და დარჩენა შეეძლებათ სასაზღვრო გამშვები პუნქტებით უვიზოდ [ყოველი 180 დღიდან 90 დღემდე] დიპლომატიური, სამსახურებრივი, კერძო, საქმიანი, ტურისტული, ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ასევე მოკლევადიანი სწავლისთვის. გარდა ამისა, განახლდება რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმისვლა, რომელიც 2019 წლის ივლისიდან შეწყვეტილი იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გააუქმა სამი წლის წინ საკუთარი მოქალაქეებისთვის მიცემული რეკომენდაცია, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეეკავებინათ.
საქართველოს მთავრობის და პარლამენტში მმართველი პარტიის წარმომადგენლები პუტინის გადაწყვეტილებას მიესალმნენ. როგორც „ქართული ოცნების“თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სარგებელს, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეები ნახავენ. საკითხს „ჰუმანიტარული პრიზმიდან“ ხედავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც, რომელმაც თქვა, რომ „ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის მისასალმებელია“. განსხვავებული მოსაზრება აქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. როგორც მან განაცხადა, ვიდრე რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტია, ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია. მან პუტინის გადაწყვეტილებას უწოდა მორიგი რუსული პროვოკაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს.
ამ თემაზე:
EU საქართველოს მოუწოდებს, ავიაციის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს