ვინ არ არის მზად EU-სთვის ქართველი ხალხი თუ „ქართული ოცნება“? - კუბილიუსი ღარიბაშვილს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო, ამ ეტაპზე, არ არის მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დეკემბერში ღარიბაშვილმა იზეიმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ამას გამარჯვება უწოდა. ოთხი თვის შემდეგ ის ამბობს, რომ საქართველო არ არის მზად. კონკრეტულად ვინ არ არის მზად, ქართველი ხალხი თუ პარტია „ქართული ოცნება“? პასუხი ნათელია: „ქართული ოცნება“ ცდილობს რუსული სტილის კანონების მიღებას მაშინ, როცა პროევროპელი ხალხი ამას ქუჩაში აპროტესტებს“, - დაწერა კუბილიუსმა X-ზე.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსულ კანონზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს საქართველო არ არის მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. 

„საუბარია იმაზე, რომ ამ კანონის მიღებით შეიძლება რაღაც შეიცვალოს და იქნება შემაფერხებელი ბარიერი. ჯერ საერთოდ, ქვეყანამ მაქსიმუმს მიაღწია, პიკი შარშან, დეკემბერში იყო, გავხდით კანდიდატი ქვეყანა. შემდეგი ეტაპი არის გაწევრიანება. დღეს ქვეყანა არ არის მზად, გახდეს წევრი ქვეყანა, ხომ მეთანხმებით? არ არის კონსესუსი, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მით უმეტეს, ამდენი პრობლემაა და მთელი დრო დასჭირდება ამას. დღეს არარის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დასჭირდება. შემდეგი ნაბიჯები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

ძალიან მარტივად, მინდა, გითხრათ: თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანამზად იქნება და გვეტყვიან, ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება, ამ კანონის გაუქმებაც, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება. ასე რომ, ნუ ნერვიულობთ,ყველაფერი ძალიან კარგად არის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ „საჭიროა გამჭვირვალობა“.

17 აპრილს, ხალხის პროტესტის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მოწოდებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისშემზღუდავი კანონპროექტი 83 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებშიკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე. მათი თქმით, კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს.

რუსულ კანონს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ევროპული გზა აირჩია და პასუხად, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე“ კანონპროექტი კი არ შეესაბამება ქვეყნის ევროპულ მისწრაფებას, ის საქართველოს ევროკავშირს აშორებს.

რუსული კანონი ეწინააღმდეგება ევროკომისიიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 1-ელ და მე-9 რეკომენდაციებს, რომელთა მიხედვითაც, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელია ხელისუფლებამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება უზრუნველყოს და ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ.

ანალოგიურ კანონპროექტს მმართველმა პარტიამ პირველი მოსმენით გასული წლის მარტშიც დაუჭირა მხარი, მაგრამ ხალხის პროტესტმა აიძულა, მასზე უარი ეთქვა. პარტიის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ კანონპროექტს „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვევდნენ, თუმცა ერთი წლის შემდეგ, აპრილის დასაწყისში ის კვლავ დააინიცირეს. კანონპროექტის ტექსტი იგივედარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესებისგამტარებელი ორგანიზაცია“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).